ამიტომ, მოდით, ამჯერად პოლიტიკოსების შესახებ ვისაუბროთ და ზოგადად მიმოვიხილოთ მათი ზოდიაქური მახასიათებლები. მსჯელობა, რაღა თაქმა უნდა, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალით უნდა დავიწყოთ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, არცთუ მაინცდამაინც „საპრეზიდენტო“ ზოდიაქოს ნიშანს - მშვილდოსანს განეკუთვნება. საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები საკმაოდ ცვალებადი, დინამიური და არასტაბილური ხასიათით გამოირჩევიან. მშვილდოსანი ბუნებით იდეალისტია, ამიტომ იგი მალე კარგავს ინტერესს მიღწეული მიზნის მიმართ და გამუდმებით ეძებს ახალ-ახალ შეგრძნებებსა და თავგადასავლებს, რაც დამეთანხმებით პოლიტიკოსისთვის საკმაოდ სარისკო და არასახარბიელო საქციელია. კარგმა პოლიტიკოსმა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, კარგად გაანალიზების შემდეგ, გონების კარნახით უნდა მიიღოს და არა წუთიერი იმპულსების ხარჯზე, რაც მშვილდოსნების უმრავლესობას ახასიათებს. მიხეილ სააკშვილის რუკაში, მშვილდოსნის გარდა კიდევ ორი ნიშნის მკვეთრი გავლენა ფიგურირებს, ეს არის ლომი და მორიელი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს გადამეტებულ ამბიციურობასა და ეპატაჟისადმი მიდრეკილებასთან ერთად, ფარული ინტრიგების მიმართ სიყვარულიც ახასიათებს. თუმცა, მის კოსმოგრამაში მარსისა და სატურნის განლაგება, ასევე მიუთითებს იმას, რომ იგი ნაკლებად გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცითა და ყოველთვის ურჩევნია დაძაბულ სიტუაციაში რაიმე სახის სპექტაკლი გაითამაშოს, რათა თავი აარიდოს „ბასრ კუთხეებს“. საერთოდაც, პირად რუკაში პლანეტების ისეთი განლაგება, როგორიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია, მისი მფლობელის ძალიან დიდ სამსახიობო ტალანტსა და ვირტუოზულ გარდასახვის ნიჭზე მიუთითებს. ამიტომ, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეს პიროვნება ყოველთვის შეძლებს იყოლიოს კარგი მფარველები პატივსაცემ და ავტორიტეტულ პიროვნებებს შორის. შესაბამისად, იგი ყოველთვის მოახერხებს იმას, რომ საკუთარი ქარიზმატულობის გამო ადამიანების სიმპათია დაიმსახუროს მიუხედავად ყველაფრისა.
მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა - ასტრო პარალელები
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ბოლო პერიოდში ყბადაღებული ფიგურა - ქალაქის მერი გიგი უგულავა, ასტროლოგიურად ქვეყნის პრეზიდენტის ანარეკლია სარკეში. თუ მიხეილ სააკაშვილი ლომის გავლენის მქონე მშვილდოსანია, გიგი პირიქით – მშვილდონის გავლენის მქონე ლომია. ამიტომ, ეს ორი ადამიანი საკმაოდ კარგად უგებს ერთმანეთს, როგორც ემოციური, ისე ვერბალური კომუნიკაციის დონეზე. მათი შეხედულებები და ფასეულობებიც საკმაოდ იდენტურია. თუმცა, გიგი უგულავა, მისი პირადი რუკის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ბატონ პრეზიდენტზე გაცილებით უფრო რთული კარმული პროგრამით მოევლინა ქვეყანას. საქმე იმაშია, რომ ამგვარი კარმული მისიით დაბადებულ ადამიანს კატეგორიულად ეკრძალება მატერიალური დოვლათის დაგროვება. რადგან განვლილ ინკარნაციებში მან ზუსტად ამ მატერიალურის დაგროვების გამო გამოიმუშავა კარმული ცოდვები. თუმცა, თვისება ისევ და ისევ ჯიუტად ჩაებღაუჭოს მატერიალურ ფასეულობებს, მას ამჟამინდელ ინკარნაციაშიც გამოჰყვა. მისი კარმული მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ მან აუცილებლად უნდა თქვას უარი ამგვარ მომხვეჭელობაზე. ხოლო თუ ასე არ მოიქცევა, ცხოვრება წაართმევს მას ყველაფერს დაწყებული ფულითა და ქონებით, დამთავრებული საყვარელი ადამიანებით. სანამ, იგი არ გააცნობიერებს იმას, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ამქვეყნად უბრალო, ადამიანური ურთიერთობებია.