ავტორი:

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კირჩხიბებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კირჩხიბებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

თვის პირველ ნახევარში გააუმჯობესეთ პარტნიორული (საქმიანიც და სასიყვარულოც) ურთიერთობები. იყავით მეტად ლმობიერი საყვარელი ადამიანის მიმართ. სამართლიანად მოაგვარეთ საქმიანი ურთიერთობები. გვერდით უნდა გყავდეთ ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ მხარდაჭერას და რომლებსაც ენდობით. შეყვარებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. არ იკამათოთ, გამონახეთ კომპრომის; სულ თქვენ მართალი ვერ იქნებით, ნუ გამოიწვევთ პარტნიორში ემოციებს. შეიძლება პარტნიორში საკუთარი ანარეკლი დაინახოთ, რაც დაგეხმარებათ, გაერკვეთ საკუთარ თავში. იანვრის ბოლოსკენ მოერიდეთ ექსტრიმს, დაკვირვებით გააფორმეთ საქმიანი და ფინანსური დოკუმენტები.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გონების მმართველი პლანეტა პარტნიორობის ზონაში გყავთ. შეიძლება პარტნიორების საიდუმლოებებთან მოგიწიოთ შეხებამ და ვერ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ ამოხსნით. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი ინტერესები. ზოგიერთმა შეიძლება პარტნიორთან ერთად დაიწყოთ ახლის შესწავლა ან ახალი ბიზნესი წამოიწყოთ. ან პარტნიორის დახმარებით მოაგვაროთ ბიზნესსაკითხები. დაკვირვებულად წარმართეთ დიალოგი კოლეგებთან, ზემდგომებთან. კარგად გაერკვევით ადამიანებში.

  • ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში მოაგვარეთ ფულთან და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. იყავით მეგობრული კოლეგებთან, გარშემო მყოფებთან. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის ყოლა გადაწყვიტოთ ან თუ უკვე გყავთ, მეტად იზრუნოთ მასზე. იანვრის მეორე ნახევრიდან მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები, გაანებივრეთ სიურპრიზებით. თუმცა, მისი კეთილდღეობის გამო საკუთარ მიზნებს ნუ დაივიწყებთ. ზოგიერთმა, ვინც ხვდება, რომ პარტნიორი მისი კეთილგანწყობით ცუდად სარგებლობს, შეიძლება მიატოვოს საყვარელი ადამიანი, მიუხედვად იმისა, რომ მარტო დარჩენა აშინებს.

  • ჯანმრთელობა

მეტად უნდა იყოთ მომართული სოციალურ აქტიურობაზე, ხშირად შეეხმიანეთ მეგობრებს, თუნდაც, ონლაინ. სტრესთან საბრძოლველად მიმართეთ მედიტაცია, აუტოტრენინგს. გაფრთხილდით, შუა თვეში არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები; განსაკუთრებით საჭმლის მომნელებლ სისტემასთან დაკავშირებული. ზომიერება გამოიჩინეთ ცხიმიან და მძიმე საკვებთან, მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე თხის რქებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კუროებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ვერძებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი