ავტორი:

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ვერძებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ვერძებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 იანვარმდე კარიერული საკითხები იქნება თქვენთვის აქტუალური. მოგინდებათ რეპუტაცის გაუმჯობესება, დაწინაურება. ზოგიერთმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ და გარშემო მყოფების აღიარება დაიმსახუროთ. თვის დასწყისში ერთდროულად ყველა ჯილდოს მიღება მოგინდებათ და ამისთვის უნდა გაისარჯოთ კიდეც. გახშირდება კონტაქტები გავლენიან პირებთან. მათი მხარდაჭერით წარმატების მიღწევის შანსი მოიმატებს. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და გამარჯვებას მოგიტანთ. თვის მეორე ნახევარიდან მოიმატებს მეგობრებთან კონტაქტის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის სურვილი. ზოგიერთი შეიძლება სოციალურ პროექტშიც ჩაერთოთ ან ონლაინრომანი გააბათ.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

კარიერა, სოციალური მიღწევები და სტატუსის შეცვლა გახდება თქვენთვის უმთავრესი. შეიძლება მოგინდეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანაშრომლობა. რაც თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩამოაყალიბეთ ახალი მიზნები, დაისახეთ კარიერული წინსვლის გზები, განახორციელეთ პროფესიული გეგმები. 9 იანვრიდან მეტად იქნებით მომართული ცოდნის გაღრმავებაზე; შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზეც კი ჩაეწეროთ, რაც მომავალში ისევ თქვენი საქმისთვის გამოგადგებათ. იანვრის ბოლოსკენ გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან და საერთო იდეების განხორციელებას შეძლებთ.

  • ფული და სიყვარული

გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტერიკისა და ყველაფერი უცხოურისადმი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას უცხოელთან, მიმოწერით მაინც. შუა იანვრიდან სიყვარულის და ფულის პლანეტა - ვენერა კარიერის სფეროში გადავა, რამაც შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური მდგომარების გაუმჯობესება და რომანის დაწყება კოლეგასთან. სხვათა შორის, ამ რომანის წყალობით შეიძლება დაწინაურდეთ კიდეც.

  • ჯანმრთელობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ და არ გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება. მეტად იქნებით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, მოიმატებს ხარჯიც. იანვარში მოერიდეთ იმპულსური და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად გაქვთ. ზომიერად ივარჯიშეთ.

ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს

ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ წლის ბოლო თვე