ავტორი:

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე თხის რქებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე თხის რქებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

თვის მთავარი თემა საკუთარი თავი და პირადი მიღწევებია. მოიმატებს თავდაჯერებულობა, ქარიზმა. მოგინდებათ მეტად გამოავლინოთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები. დროა, ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი მოთხოვნებიც. დაძაბულობებს ტრაგედიად კი არა, წინსვლის შანსად აღიქვამთ. თითოეული დაბრკოლების გადალახვა კიდევ უფრო მოგიმატებთ საკუთარი თავის რწმენას. ეცადეთ, მიღწევებით განებივრებულს საკუთარ თავზე გადაჭარბებული გამოცდილება არ შეგექმნათ.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

19 იანვრიდან მზე თქვენს ფინანსურ სახლს ესტუმრება. მეტად გააქტიურდებით ინვესტიციების მოზიდვაში, შემოსავლის გაუმჯობესებასა და დაგროვებაში. მხოლოდ პრაქტიკული ნივთები შეიძინეთ. აი, ფულის დაბანდება ძვირფასეულობებში კარგია. საქმიანი შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული პარტნიორების მოსაზრებებზე. თავადაც ნათლად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. ზოგჯერ სწრაფად, ექსტერნად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ეცადეთ, მაქსიმალურად სწორი არჩევანი გააკეთოთ.

  • ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში განსაკუთრებით მოგინდებათ ქველმოქმედება, გულუხვობა ახლობლების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანის გაბმაც კი გადაწყვიტოს. ან თუ ასეთი გაქვთ, იანვრის შუა რიცხვებიდან შეიძლება გამომჟღავნდეს კიდეც. ყურადღებით იყავით, მოშურნეებისა და ფარული მტრების გამოჩენის ალბათობა იმატებს. მეგობრად მოსული მტერი კი ძნელი ამოსაცნობია. ზოგიერთს ახალი წლის დადგომამდე შეიძლება მოემატოს მელანქოლიური განწყობა. მშვიდად იყავით, თქვენი დაბადების დღიდან განწყობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. იანვრის ბოლოსთვის მეტად გამოავლინეთ რომანტიკული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. გაანებივრეთ კეთილი სიურპრიზებით.

  • ჯანმრთელობა

შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა. ეცადეთ, ყველაფერს შეხედოთ მარტივად, „ვარდისფერი სათვალით“. მოგემატებათ კრეატიულობა, განახორციელებთ საინტერესო იდეებს. შეიძლება ჩაერთოთ გართობასა და მხიარულებაში, მაგრამ რისკს არ გირჩევთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს შეეხება. ზოგიერთი თამაშ-თამაშში და ხუმრობა-ხუმრობაში თავით გადაეშვება რომანტიკულ თავგადასავლებში. გაფრთხილდით, როცა საქმე რისკს ეხება, მომატებულია ტრავმულობაც (საყოფაცხოვრებო, სპორტული). სხვა მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ.

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კუროებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ვერძებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს