ავტორი:

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე სასწორებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე სასწორებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვრის პირველი ორი კვირა შინ უნდა გაატაროთ, მოაგვაროთ საოჯახო და სანათესავო საკითხები; უმასპინძლოთ კიდეც მათ. შეიძლება ბინაში ავეჯიც კი გადაადგილოთ, მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად. ზოგიერთმა შეიძლება ბინის ყიდვა-გაყიდვა გადაწყვიტოს. 19 იანვრიდან გააქტიურდება სიყვარულის, ბავშვების, შემოქმედებითი საკითხების, სპორტული აქტიურობების თემები. მეტად მოდუნდებით, მოვლენებს მშვიდად შეხედავთ. გახშირდება პაემნები და მეგობრული შეხვედრები. შეიძლება დრო სრულიად ახალ გასართობს დაუთმოთ.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში ინტელექტუალური თემები გაგიტაცებთ. შეიძლება საკუთარი შესაძლებლობები რთულ გონებრივ საქმიანობაში, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში გამოსცადოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ საბავშვო ნივთებით ვაჭრობა. ზოგიერთი საბავშვო ფსიქოლოგიით დაინტერესდება. თქვენთვის საინტერესო გახდება წერა, კითხვა, თამაში, რომელიც კონკურენტებთან ბრძოლას მოიცავს (მაგალითად, ჭადრაკი). მარტივად შეძლებთ თქვენი აზრების გადმოცემას.

  • ფული და სიყვარული

იანვრის პირველი კვირის ბოლოდან რომანტიკულობა მოიმატებს. გაგიჩნდებათ სურვილი, ჰარმონიული გახადოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ნათესავებთანაც. სხვათა შორის, თამამად შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი შეყვარებული მშობლებს, შვილებს, შინ მიიყვანოთ. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ კიდეც, რომ ზომიერება დაიცვათ კვებაში, განსაკუთრებით, ტკბილეულის ჭამაში, რათა ზედმეტი წონა არ დაიგროვოთ.

  • ჯანმრთელობა

ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. თუ რაღაც არ მოგწონთ, მისი სწრაფად და ძირფესვიანად შეცვლა მოგინდებათ. გაფრთხილდით, რადგან დაუფიქრებელმა ქმედებამ, შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ, პირად ცხოვრებაშიც კი. მეტად გაუფრთხილდით თვალებს. აგრეთვე, შარდ-სასქესო დაავადების ალბათობა იმატებს.

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კირჩხიბებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე თხის რქებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კუროებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი