ავტორი:

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ტყუპისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ტყუპისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

თვის დასაწყისში საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებაც კი მოგიწევთ. ეს ეხება ოჯახსაც და სამსახურსაც. დაგაინტერესებთ გამოცანები, გამოძიებები, ჩახლართული სიტუაციები. ზოგიერთი შეიძლება საეჭვო ან საშიშ საქმიანობაშიც კი ჩაერთოს. დაკვირვებით აწარმოეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებით, თუ ფული პარტნიორისაა. გაფრთხილდით, მომატებულია ტრავმულობა. სასიყვარულო სფერო დაკვირვებას მოითხოვს, მოერიდეთ ეჭვიანობას, დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან. თვის ბოლოსკენ გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი უცხოურისადმი; ზოგიერთი შეიძლება ემიგრაციაზეც კი დაფიქრდეს.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოგზაურობა, უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა მოგინდებათ. შეიძლება დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა ან სულაც მოგზაურობებზე უყუროთ გადაცემებს და დაგეგმოთ მომავალი შვებულება. ზოგიერთმა შეიძლება ჟურნალისტიკაში, მწერლობაში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი სხვადასხვა სფეროში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან; სიმართლე ფაქტებით და მშვიდი ტონით დაამტკიცეთ. ნუ უგულებელყოფთ წარმოქმნილ უსიამოვნებებს, ეცადეთ, გაერკვეთ დეტალებში, არავისთან იკამთოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვაროთ ყველაფერი.

  • ფული და სიყვარული

ემოციურობა მოიმატებს და ხანმოკლე სასიყვარულო თავგასავალებისადმი გაგიჩნდებათ ინტერესი. დაქორწინებულებსაც კი გაგიჭირდებათ მეუღლისთვის ერთგულების შენარჩუნება. მარტოხელებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და ფლირტი ელით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რომელიმე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, ეცადეთ, რომანტიკული და ზოგჯერ სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე იყოთ. რისკი და აზარტი კი გეკრძალებათ. განსაკუთრებით, თუ საქმიანობა ფულთანაა კავშირში.

  • ჯანმრთელობა

ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტეთ ან თქვენს ქმედებას შედეგი არ მოაქვს. შეიძლება თავადაც კი მოგინდეთ განმარტოებით მუშაობა, ახლობლებისგან შორს ყოფნა. გაფრთხილდით, დააკვირდით პირველივე უსიამოვნო სიმპტომებს და მიმართეთ ექიმს. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, მკურნალის რეკომენდაციებს დაუგდეთ ყური. ზოგიერთს საახალწლო დღებშიც კი მოუწევს დიეტის დაცვა.

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე მშვილდოსნებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე თევზებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე მერწყულებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი