ავტორი:

როგორი იქნება მომდევნო დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 10 დღის პროგნოზი

როგორი იქნება მომდევნო დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 10 დღის პროგნოზი

ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოში და ჩინური ახალი წელი უკვე ვიზეიმეთ. 21 თებერვალს პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა. მანამდე ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს. ყველა ახალი საქმე უმჯობესია, 25 თებერვლის მერე დაიწყოთ, როცა პლანეტა სწორ სვლას დაიწყებს. მამაკაცები პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით, მანდილოსნებმა წაიკითხეთ მთვარის ნიშნის მიხედვითაც, ხოლო ბავშვებისთვის პროგნოზიც უფრო მთვარით სრულდება. პროგნოზის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება, რათა მთვარის ამ თვეში უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელება.

ვერძი

ჩამოწერეთ სამომავლო იდეები, შეიქმენით მომავლის პროექტი; გირჩევთ, ახალი იდეების განხორციელება დაიწყოთ 25 თებერვლის შემდეგ. გადახედეთ წარსულ საქმეებსაც, ზოგიერთი შეიძლება მიუბრუნდეთ მიტოვებულ პროექტებს. გადახედეთ თქვენს გარემოცვას, მეგობრებს, თანამოაზრეებს, ვინც თქვენ გვერდითაა, ვისთანაც საერთო საქმეები გაკავშირებთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი საქმიანობის, ბიზნესის წარმოებას დაიწყებთ ინტერნეტსივრცეში. ზოგიერთს შანსი მიეცემა, საკუთარი მოსაზრებები, იდეები გაუზიაროს დიდი რაოდენობის ხალხს, ეს შეიძლება მოხდეს ინტერნეტით ან რაღაც ჯგუფების საშუალებით.

კურო

პროფესიულ სფეროში უნდა გააქტიურდეთ. მოისურვეთ დაწინაურება, კარიერისა და ბიზნესის გაუმჯობესება. 21 თებერვლამდე გადახედეთ აქამდე შესრულებულ ყველა საქმეს, გამოიტანეთ დასკვნები, გამოასწორეთ შეცდომები და 25 თებერვლიდან იაქტიურეთ. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოს. იყავით საუკეთესო სამსახურში. ნუ გაგიკვირდებათ, თუ წარსულში შესრულებული საქმეებისთვის ჯილდოს ახლა მიიღებთ.

ტყუპი

დაისახეთ კონკრეტული მიზნები, რაც წინსვლის, განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ ახალი ცოდნის მიღება ან უკვე არსებულის გაუმჯობესება. ზოგი გააგრძელებს უმაღლესში სწავლას. გაიღრმავეთ უცხო ენა. 21 თებერვლის შემდეგ გაგიადვილდებათ იურიდიული საკითხების მოგვარება. ზოგიერთს საზღვარგარეთ მოგზაურობის, მუშაობის ან სწავლის შანსი მიეცემა. იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

კირჩხიბი

მოაწესრიგეთ კრედიტებთან, დაზღვევასთან, ვალებთან, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთს პარტნიორის ფულით სარგებლობის შესაძლებლობა მოგეცემათ. ზოგიერთმა კირჩხიბმა შეიძლება ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდოთ. თუმცა, აქტიურობას მაინც 21 თებერვლის შემდეგ გირჩევთ. თუ ახალშექმნილი ბიზნესი გაქვთ, ბიზნესპარტნიორებთან დაწვრილებით განიხილეთ ფინანსური ვალდებულებები.

ლომი

მერწყულში ახალმთვარეობა მოგიწოდებთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მომატებულია არაადეკვატურობა და ნერვიულობა, ამიტომ სიფრთხილე უადგილო არ იქნება. თუ ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებთ, 21 თებერვლამდე არ გირჩევთ, თუმცა, შენიშვნები შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ კონსულტირებას. თუმცა, კლიენტების მიმართაც ლოიალურობა გმართებთ.

ქალწული

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობის სფეროს. შეადგინეთ დღის განრიგი, - კვებისა და ძილის რეჟიმი. არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობაც. აგრეთვე, დაკვირვება გმართებთ ყოველდღიური ვალდებულებებისადმი. გააუმჯობესეთ სამოქმედო სფერო. თუ უფროსი ხართ, ეცადეთ, სწორად გადაანაწილოთ ფუნქციები. კოლექტივთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება, ზოგიერთ თანამშრომელთან კი შეიძლება დამშვიდობებამ მოგიწიოთ.

სასწორი

ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ, შემოქმედებით იდეებს განახორციელებთ. მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას, მოექცევით ყურადღების ცენტრში და მზესავით იბრწყინებთ. გადახედეთ ძველ პროექტებს და განაახლეთ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. დაამყარეთ მათთან თბილი, გულითადი ურთიერთობა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთანაც. უმეტესობას სიურპრიზები და რომანტიკული თავგადასავლები გელით.

მორიელი

მერწყულის ახალმთვარეობა გაძლევთ შანსს, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, მშობლებთან და განსაკუთრებით - დედასთან. დაინტერესდით მშობლების სურვილებით და მოთხოვნებით. იყავით თბილი და მზრუნველი მათ მიმართ. შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები, რაც კიდევ უფრო შეგაკავშირებთ ნათესაობასთან.

მშვილდოსანი

გამოჩნდება ცოდნის, ინფორმაციების ახალი წყარო. შეიძლება მიუბრუნდეთ სწავლას ან დაიწყოთ იმ სფეროს ათვისება, რაც გაინტერესებთ. ჩამოყალიბდით იმ საკითხებში, რასაც 21 თებერვლის შემდეგ განახორციელებთ. კარგი იქნება, თუ გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან. გახშირდება მათთან ურთიერთობები. დაფიქრდით რა შეიძლება ისწავლოთ მათგან ან მათ თქვენგან. მოაწესრიგეთ ჩანაწერები, ფოტოები, დოკუმენტები.

თხის რქა

ფინანსური და მატერიალური საკითხები გამომზეურდება. უნდა დაიფიქრდეთ, რა შემოსავლს, უნდა მფლობდეთ, რა ნივთები გსურთ, რომ გქონდეთ ან რისგან უნდა გათავისუფლდეთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი ცოდნის "ინვენტარიზაციასაც" ჩაატარებთ. გაიგებთ, რა ცოდნას, ნიჭს ფლობთ, რა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ გაიუმჯობესოთ ფულადი სფერო. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც იცით და რაც მთავარია, დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.

მერწყული

პირველ რიგში საკუთარ თავს, გარეგნობას, ემოციებს, აზრებს, ფიქრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - "თქვენ ხართ ის, რასაც ფიქრობთ საკუთარ თავზე". მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, ეს დაგეხმარებათ დაწინაურდეთ ან 25 თებერვლის შემდეგ განახორციელოთ ახალი პროექტები. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი ძალები მისთვის სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოს. შეიცვალეთ იმიჯი, სტილი; იყავით ყველასგან გამორჩეული. ამ მთვარის თვეში თავად უნდა იყოთ მთავარ როლში, სხვას ნუ ელოდებით, შეუპოვრად და გაბედულად იმოქმედეთ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

თევზები

როგორც წესი, სიყვარულის, თანაგრძნობის, ქველმოქმედების გამომხატველი ხართ სხვების მიმართ, თქვენსავით არავის შეუძლია სილამაზის აღქმა, გარშემო მყოფების ემოციების ამოცნობა. მაგრამ ახლა მოგეთხოვებათ, რომ საკუთარ პერსონაზე იყოთ ორიენტირებული და საკუთარი თავის მიმართ იყოთ ასეთი. დაელაპარაკეთ საკუთარ თავს, ჰკითხეთ რა სურს? კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით, დაისვენებთ და შეაფასებთ გასულ 12 თვეს, რადგან მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მას მომზადებული უნდა შეხვდეთ. გირჩევთ, დააგროვოთ ენერგია, რათა მერე, ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყოთ აქტიური მოქმედება. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია, ლოცვა, მედიტაცია, მუსიკის მოსმენა. შეიძლება ფსიქოლოგთან მუშაობამ საფუძლიანად გაგაცნოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. გადაიღეთ ფოტოები, დახატეთ, დაწერეთ შემოქმედებაში გადაიტანეთ თქვენი ემოციები.

როგორი თებერვალი ექნებათ თხის რქებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ კუროებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ქალწულებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი