"6 იანვარს გვქონდა მზის დაბნელება, სწორედ აქედან მოყოლებული გავდივართ დაბნელებებს შორის დერეფანს, იმ მონაკვეთს, რომელიც საკმაოდ მძიმე და დისჰარმონიულია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ პერიოდებსაც აქვს თავისი დადებითი და თუ რატომ ამის ახსნაც შეიძლება.
ასეთ დროს, როდესაც პლანეტა იმყოფება დაძაბულ ენერგო ველში - ადამიანს მოსდის გარკვეული გამოცდები სამყაროსგან, ძირითადი საკითხები მაინც მის ამტანობას, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას ეხება. ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ამ ხანებში, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღეს შენიშვნები, ჰქონდათ პრობლემები პირად ურთიერთობებში და არა მარტო . . . ეს ყველაფერი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ, ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, ასეთი დრო ყოველთვის ეხმარება ადამიანს, რომ მიიღოს სამყაროსგან ის შენიშვნა, რაც განსაკუთრებულმა მისთვის გაიმეტა, ყველაფერი კანონზომიერია და ნუ შევეცდებით მის დარღვევას, უფრო მძიმედ დამთავრდება . . .
მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე დერეფანი ერთ-ერთი მძიმეა მთელი 2019 წლის მანძილზე, 6-21 რიცხვის მონაკვეთი ითხოვს სერიოზულ ყურადღებას. მატულობს ნერვოზულობა, შფოთვა, ღელვა, სხვადასხვა სახის ავადმყოფობების გამწვავება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, გაციებულთა რიცხვმაც როგორ მოიმატა ატყობთ . . . მათ შორის იყო მძიმე შემთხვევებიც უხვად . . . ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ადამიანებმა შეიძლება ვერ გაუგონ ერთმანეთს, რაც შესაძლოა გახდეს დაძაბულობისა და დაპირისპირების მიზეზი. არაა გამორიცხული, რომ სოციუმი წინ აღუდგეს რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რაიმე საქმეს, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც შესაძლოა იყოს სერიოზული დისონანსი, კამათი და საქმის გარჩევები . . .
უშუალოდ დაძაბული პერიოდიდან 14-25 რიცხვის მონაკვეთი ყველაზე მძიმეა, ვხედავთ თუ როგორ მძიმედ მიმდინარეობს ჯერ კიდევ ეს კვირა, არის სხვადასხვა სახის ხანძრები, აფეთქებები, დაზიანებები, მათ შორის, რაც მოხდა თუნდაც თბილისში ვნახეთ მთელი რიგი ამბები, ვნახეთ ასევე საფრანგეთში ლიონის უნივერსიტეტის ხანძარი, ამ თუ სხვა საკითხებზე იყო ცალკეული გამოსვლები და სჯა-ბაასი.
ამიტომ, თხოვნა მექნება, რომ ამ ხანებში თვის ბოლომდე მაინც არ გააკეთოთ რაიმე სახის სარისკო ქმედება, თუკი ეს ძალიან საჩქარო არაა, რადგან აქ დადებული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, საქმიანი კავშირები, ნაკლებად გამოიღებს შედეგს, უბრალოდ დიდი განვითარება არ ექნება ამ საქმეს, შესაბამისად იმოქმედეთ პრინციპით "შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი".
ის ადამიანები, ვინც ამ ხანებში დაწინაურდით, გქონდათ სამსახურეობრივი წინსვლები და წარმატებები, მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ როდესაც სამყარო ასეთ დროს გაძლევთ შანსს წინსვლისა ეს მეტად კარგია, რადგან აღნიშნული არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ განვითარების სწორ საფეხურზე იმყოფებით.
20 იანვარს კი დღის მანათობელმა დატოვა თხის რქის ზონა და გადაინაცვლა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც შემოიტანს მომდევნო დაახლოებით 1 თვის მანძილზე ადამიანებში და ზოგადად სამყაროში თანასწორობის, ბალანსის, მეგობრობისა და ნოვატორულობის მოთხოვნებს. შესაძლოა გააქტიურდეს მოკავშირეების გეგმები, იდეები, ახალი ჩანაფიქრები, სამყარო ითხოვს, რომ ვიყოთ მეტად მეგობრულნი და ტოლსწორნი.
გარკვეული დროის მანძილზე გვექნება მზის და პლანეტა ურანის მძიმე კვადრატურა, რაც მოიტანს და გააქტიურებს შემდეგ თვისებებს: წინ წამოიწევს ზომაზე მეტად ლიბერალური ხედვები, სიტყვის თავისუფლება, არაა გამორიცხული, რომ ტრადიციული და ზემოთ ნახსენები ლიბერალური კლანის წევრებს შორის იყოს მწვავე გამოსვლები რის გამოც, შესაძლოა იყოს სოციალური დაპირისპირებებიც, ადამიანები ამ დროს ზომაზე მეტად თავნებები და დაუმორჩილებლები ხდებიან, მაღალია შანსი სკანდალური ქმედებებისა და გაგუგებრობებისა
არანაკლებ მარტივი იქნება დაძაბულობა დიდი გამარჯვების მფარველ პლანეტა იუპიტერსა და ნეპტუნის ენერგიების შორის - ამ დროს შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ რაიმე მისწრაფება, იდეები და დასახული მიზნები, თუმცა წინასწარ გაუწერელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით შესაძლოა უბრალოდ იმედგაცრუებული ან რომელიმე ინდივიდისგან მოტყუებულიც დარჩეთ შესაძლოა საქმემ განახოთ ზარალიც, წაგება, ფულის მხრივ შეეცადეთ, რომ არ იყოთ მფლანგველები, ეს ასპექტი ერთი მხრივ კარგია, რადგან გასწავლით ძალიან ბევრ სიბრძნეს და მიიღებთ დიდ გამოცდილებას საქმეში. ეს ასპექტაცია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქნება შენარჩუნებული, ამიტომ წინასწარ დიდი ყურადღება გამოიჩინეთ!
24 იანვარს პლანეტა მერკური დატოვებს თხის რქის ზოდიაქოს და გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში - რაც დაეტყობა ნელ-ნელა დედამიწას და ადამიანები უფრო მეტად ლოიალურები გახდებიან ერთმანეთისადმი, თუნდაც ურთიერთობის დროს, მაგრამ ეცადეთ, რომ არ შეუზღუდოთ ერთმანეთს "თავისუფლება" და ნუ შეეწინააღმდეგებით აზრობრივად, რადგან ყველას მაინც თავის მოსაზრება გააჩნია და ამიტომ თუ ძალიან მნიშვნელოვანი არაა კამათი არ ღირს.
თვის ბოლოს კი დედამიწა გამოვა ამ რთული ენერგიების მარწუხებიდან და ვითარება დაიწყებს გამოსწორებას, თქვენ ნახავთ, რომ ადამიანები აღარ იქნებიან ისე გაღიზიაებულნი, როგორც აქამდე, ასევე იქნება გარკვეული შეთანხმებები, გაერთიანებები, არაა გამორიცხული, რომ შედარებით უფრო მარტივად მიხვიდეთ კომპრომისამდე, გამარტივდება ურთიერთგაგება, შესაძლოა რამდენიმე ნაჩხუბარი მხარის შერიგებაც კი ვნახოთ, დაიკლებს და დაცხრება ეპიდემიის რიცხვიც, ამიტომ გამოსწორების შანსები იქნება და ვითარება აუცილებლად დარეგულირდება უკვე თვის ბოლოსკენ და თებერვალიც ამასთან შედარებით გაცილებით უკეთესია...