კავშირს საფუძვლად აუცილებლად უდევს გარკვეული ფატალურობა. თუმცაღა როცა საქმეში ასტროლოგიურ ანალიზს ჩავრთავთ, მარტივია იმის გაგება თუ რატომ გადაიკვეთა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცის, ასიათასობით ქალისთვის საოცნებო ალენ დელონისა და არანაკლებ პოპულარული, ულამაზესი რომი შნაიდერის გზები. თუკი მათი სინასტრიული რუკების ანალიზით ვიმსჯელებთ, ზედმეტი ჩაღრმავების გარეშეც იხატება ნათელი სურათი - ეს იყო ურთიერთობა, რომლის თავიდან არიდებაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
ალენ დელონი მზის ზოდიაქოს ნიშნით მორიელი, რომი ვენერის ნიშნით მორიელი. ამასთან წყვილის მზე-ვენერა ერთი და იგივე - მორიელის 16 გრადუსზეა განლაგებული. რა გასაკვირია თუ გაცნობის პირველი წუთიდან აიყვანა დელონის მზემ, რომის ვენერა „ტყვეობაში“. ამგვარი კომბინაცია ხომ წყვილში აუხსნელად ძლიერ და ფატალურ მიზიდულობას იწვევს. თუმცა ეს ყველაფერი როდია. ამ წყვილის რუკაში უნიკალური „სარკისებური“ ეფექტის მქონე ასპექტების თანხვედრას ვხვდებით. თავის მხრივ რომი შნაიდერის მზე ქალწულის ზოდიაქოს 30 გრადუსზე, ზუსტ შეერთებაშია დელონის ვენერასთან ასევე ქალწულის ზოდიაქოში. რაც იმას ნიშნავს რომ ქალის ვენერას ისევე მყარად ჰყავს დატყვევებული მამაკაცის მზე, როგორც ამ უკანასკნელის მზეს ქალის ვენერა. თუმცაღა მზე ქალწულში, ვერასოდეს იქნება ისეთი თამამი, თავზეხელაღებული და ავანტიურის მოყვარული როგორიც მზე მორიელშია.
ამას გრადა, მამაკაცის ვენერა ქალწულში არასოდეს იქნება ემოციურად ისეთი „მტვრევადი“ როგორიც ქალის ვენერაა მორილში. ამ ვენერას მფლობელს ხომ, ყოველთვის ახასიათებს ზემგრძნობელობა და დაუოკებელი, ხშირად ფსიქოლოგიურ კრიზისამდე მიმყვანი ემოციები. ვენერა ქალწულში, გაცილებით უფრო წინდახედული, პრაქტიკული და ანგარიშიანია ურთიერთობისას. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მიუხედავად საკუთარი სექსუალურობისა და დიდი ფიზიკური მიზიდულობისა, რომელსაც დელონის მიმართ ქალი განიცდიდა, პარტნიორი ვერასოდეს უპასუხებდა მას იგივე სიმძაფრის ემოციებით, რასაც ზოგადად ვენერა მორიელში ითხოვს სასიყვარულო კავშირისას. ამას გარდა, ქალის ვენერა რომელიც თავის მხრივ სექსტილს აკეთებს მამაკაცის პლუტონთან, გახდა მიზეზი იმისა რომ ამ ორს შორის გარკვეული პერიოდის მანძილზე მხურვალე, თავბრუდამხვევი რომანი გაჩაღდა. თუმცაღა ვენერა ქალწულში, ყოველთვის იტოვებს გზას უკან დასახევად. მის ცივ გონებას, როგორც წესი არც ერთი, თუნდაც ყველაზე „ცხელი“ კავშირისას არ სძინავს. ასე მოხდა რომისა და დელონის შემთხვევაშიც.
თუმცაღა მოდით უფრო ღრმად და დეტალურად გავიაზროთ ამ ფატალური სასიყვარულო ისტორიის პერიპეტიები:
რომი შნაიდერის დაბადების რუკაში ვენერა მორიელის 16 გრადუსზეა განლაგებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს დაბადებიდან დაჰყვა ზღვარსგადასული ვნებიანობა, ძლიერი ტემპერამენტი და პარტნიორების მიმართ ხშირად ტკივილის მომტანი, ემოციური დამოკიდებულება. კიდევ ერთმა ძალზე მნიშვნელოვანმა ასპექტმა ვენერა-ურანის ოპოზიციმ კი გამოიწვია ის, რომ შნაიდერს ერთი დანახვით შეუყვარდა ათიათასობით ქალის საოცნებო მამაკაცი. სწორედ მან აარჩია, დელონის ფოტო მორიგი ფილმის „ კრისტინას“ გადაღებისას როცა სასურველი ეკრანული პარტნიორის მოძებნაზე მიდგა საქმე. მაშინ მსახიობს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი სიყვარული ალენ დელონის მიმართ ხანგრძლივ და მტკივნეულ ურთიერთობას დაუდებდა საფუძველს მომავალში.
„რატომ ვისჯები ასე? არავინ იცის რის ფასად მიჯდება ეს სიყვარული. მისი წყალობით ხომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა!“ - წერდა მოგვიანებით საკუთარ დღიურებში რომი.
რაღა თქმა უმთავრესი პლანეტების შეერთება მორიელში, წყვილს შორის უძლიერეს სექსუალურ მიზიდულობას ჰბადებს. ასეთი კომბინაციის შემთხვევაში ოჯახის შექმნა დიახაც რომ უპრიანია, თუმცაღა შნაიდერის პირად რუკაში ურანის აქტიურობა იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ორს შორის ჰარმონია ვერასოდეს დამყარდა. ცნობილი ფაქტია ქალმა არაერთგზის სცადა გაქცეოდა პარტნიორის გავლენას. ურანი ხომ გამუდმებით უბიძგებს ინდივიდებს არ დაუშვან საკუთარი, პირადი სივრცის შეზღუდვა თუნდაც ყველაზე დიდი სიყვარულის სანაცვლოდ. მორიელს კი მოგეხსენებათ პარტნიორის სრული ფლობა ესაჭიროება, როგორც ფიზიკური ისე ემოციური თვალსაზრისით. რის საშუალებასაც დელონს რომი არასოდეს მისცემდა.
ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ, ცილდებოდნენ, რიგდებოდნენ, შემდეგ ისევ იწყებოდა კონფლიქტი მათ შორის და ასე გაუთავებლად. თუმცაღა ამ ორს შორის გარდა ძლიერი ვნებისა, იყო არაჩვეულებრივი მეგობრობაც რის ხარჯზეც, ისინი ბევრჯერ ახერხებდნენ კომპრომისის გამონახვას ურთიერთობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მზე-ვენერას ფატალური შეერთება მორიელის ნიშანში, ყოველთვის აძლევს ურთიერთობას გარკვეული ტრაგიზმის და დრამატულობის ელფერს. ამიტომ ამგვარი კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხანგრძლივი და მყარი, როცა ვენერა მამაკაცის, ხოლო მზე ქალის კომოგრამის საკუთრებაა. ამ შემთხვევაში ქალი, გაცილებით უფრო ადვილად შესძლებს ფეხი აუწყოს მამაკაცის მოთხოვნილებებს და მის მიმართ ყოველთვის ლოიალური იყოს. თუმცა ზემოთხსენებული წყვილის მაგალითზე, ამგვარმა ასპექტმა პარტნიორებს თავბრუდამხვევ რომანთან ერთად, ხანგრძლივი სულიერი ჭრილობები, ვენერის მფლობელს კი სამწუხაროდ პიროვნული დეგრადაციაც მოუტანა.