ავტორი:

სასიხარულო ცვლილებები და სექსუალური თავგადასავლები გელით, არ "გადაიწვათ"! - როგორი იქნება ნოემბერი ვერძებისთვის

სასიხარულო ცვლილებები და სექსუალური თავგადასავლები გელით, არ "გადაიწვათ"! - როგორი იქნება ნოემბერი ვერძებისთვის

სიცივე და დღის შუქის კლება თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანებში ძალიან კარგად ხედავთ სიყალბეს, ღალატს - საქმიან და პირად ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ცოტა დაქვეითებულია, მაინც კარგი თვე გელოდებათ. განსაკუთრებით 4-18 ნოემბრის შუალედი უნდა აღვნიშნოთ , ამ პერიოდში მოგიწევთ რთული საკითხების მშვიდად მოგვარება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.

გავლენიანი მფარველების დახმარებით, კარგ კარიერასაც გაიკეთებთ და თავს წარმატებულ ადამიანად იგრძნობთ. გააქტიურებული კონკურენტები ვერაფერს დაგაკლებენ, თუ ძალას მოიკრებთ, ემოციებს გააკონტროლებთ და თავდაჯერებულად იმოქმედებთ. ნოემბერი შეიძლება ტრანსფორმაციის თვედ იქცეს ურთიერთობებისთვისაც. ზოგიერთი უძრავი ქონების შეძენას გადაწყვეტს, ან შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. კარგი თვეა გონებრივი სამუშაოსთვის, რაიმე ახლის შესასწავლად. გარდა ამისა, თვე საკმაოდ საინტერესო სექსუალურ თავგადასავლებს გპირდებათ, მაგრამ აქაც ზომიერება გმართებთ, არ "გადაიწვათ".

25 ნოემბრიდან საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყებათ. მოულოდნელი და სასიხარულო ცვლილებები გელით. ეს ეხება, როგორც სოციალურ მდგომარეობას, ისე ფულსა და წარმატებას

8-12 აპრილის შუალედში დაბადებული ვერძებისთვის - ცოტა რთული მოგეჩვენებათ ნოემბრის დასაწყისი. შეიძლება გარშემო მყოფების ქცევამაც გაგანაწყენოთ. ზომიერება გმართებთ ფიზიკური და სასიცოცხლო ენერგიის ხარჯვისას. თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯით ნუ გაახარებთ მტრებს.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

დაქორწინებულებმა უნდა გააკონტროლოთ თქვენი "ეკლიანი" ხასიათი. მთავარია, მიხვდეთ შეცდომას, არ გადააბრალოთ იგი სხვას და მშვიდად გამოასწოროთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭოთ.

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს ერთი ნახვით მოხიბლავთ, მაგრამ ეცადეთ, მისთვის გამოცანად დარჩეთ, მომენტალურად არ გაუმხილოთ თქვენი ყველა საიდუმლო.

7-8 ნოემბრის პერიოდში ენერგეტიკული პოტენციალი დაქვეითებულია, ამიტომ, ზედმეტ აქტიურობას მაქსიმალურად მოერიდეთ. ეცადეთ, უქმეები მშვიდ გარემოში გაატაროთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და 8-საათიან ძილის რეჟიმზე გადადით.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

15 ნოემბრამდე გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ეს შეიძლება იყოს ახალი შემოსავლის წყაროც. თუ თქვენი საქმიანობა ვაჭრობასთანაა კავშირში, მოიმატებს ინტერესი თქვენი პროდუქციის მიმართ.

19-22 ნოემბრის შუალედში მოიმატებს საქმიანი აქტიურობა, დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, იყავით აქტიური სხვადსხვა საკითხის მოგვარებისას.

რაც უფრო კარგად გექნებათ შედგენილი სამოქმედო გეგმა, მით უფრო კარგად შეძლებთ კონკურენტების დამარცხებას და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

დაქირავებული ვერძების უმეტესობას ნოემბერში კარიერული წინსვლა, დაწინაურება ელის. მაქსიმალურად მოერიდეთ უფროსთან კამათს, დაპირისპირებას კოლეგებთან. მეტად იყავით მობილიზებული მიმდინარე საკითხების მოგვარებაზე.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის