ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

ინფორმაციითა და ნათესავებთან შეხვედრებით დატვირთული სექტემბერი გელოდებათ. სასიამოვნო მოვლენებს მოულოდნელები შეცვლისა და ზოგჯერ - უსიამოვნოც. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს, იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. სამსახურში უნდა დაამტკიცოთ, რომ კვალიციფიური კადრი ხართ და ხელფასს ტყუილად არ იღებთ. გამორიცხული არაა, რომ საპასუხისმგებლო საქმეები მოგემატოთ ან უფროსობამ მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაც გექიშპებათ ან შურს თქვენი, უფროსები არ ჩარიოთ, თავად, მშვიდად და ღიმილით მოაგვარეთ საკითხი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კარგად იქნებით ინფორმირებული, მით მეტად შეძლებთ თქვენი ოსტატობის გამოვლენას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტად მოგინდებათ შინ სიმყუდროვის შექმნა, ნათესავებთან შეხვედრა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს, თავისი ფესვების მოძიება, არქივში ინფორმაციების მოკვლევა, დედ-მამის ძველი სახლის გარემონტება. ზოგმა კი განაახლოთ მიმოწერა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან. გადაწყვიტოთ მათი მონახულება. გამორიცხული არაა, სექტემბერში ახალ ადგილას გადახვიდეთ საცხოვრებლად. ან არსებულ ბინაში შეცვალოთ ინტერიერი, შეარემონტოთ. ზოგი შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოს ან დედ-მამის საქმის გაგრძელება გადაწყვიტოს.

ფული და სიყვარული

სექტემბერში კარგად წარმოებული საქმეების გამო გაგიუმჯობსდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, არ იზარმაცოთ და თუ წარსულში შესრულებული საქმეების ფული გაქვთ ასაღები, თამამად მოითხოვოთ. დაასრულეთ ადრე დაწყებული პროექტები. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მთელი სექტემბერი ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება ახალგაცნობილი მარტივად შეგიყვარდეთ. სიყვარულისადმი სკეპტიკურად განწყობილი კირჩხიბიც კი მარტივად შეძლებს ფლირტს და რომანტიკული ურთიერთობის გაბმას. ერთ-ერთი საინტერესო ნაცნობობა კი შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სექტემბერი კარგი თვეა განაწყენებულ ყოფილთან შესარიგებლად.

ჯანმრთელობა

სექტემბერი გაძლევთ შანსს, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, რომ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას, გონებრივსაც და ფიზიკურსაც. სწორად შეაფასეთ თქვენი ძალები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, არანაირი დაავდება არ გელით, უბრალოდ, ემოციურ ფონზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც გტკივათ.

ქალებისთვის

ახალი საქმეების შესრულების, თამამი ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა. მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა გაწუხებთ. შუა თვე კარგი პერიოდია საყიდლებისა და ვაჭრობისთვის. შეიძლება ახალი მოკავშირეები (პარტნიორები) გაიჩინოთ, მეგობრები ან სულაც ახალ თანამშრომელთან გააბათ რომანი. ეს ურთიერთობა დიდ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

მამაკაცებისთვის

დატვირთული თვე გელით: შეხვედრებით, მოლაპარაკებებით, გარიგებებით. ზოგიერთს მოულოდნელი ცვლილებებიც გექნებათ და ეცადეთ, სიტუაციას ადვილად შეეგუოთ. შეიძლება პირველ ჯერზე გაგიჭირდეთ, მაგრამ მერე მარტივად გაერკვევით სიტუაციაში. ხშირად შეხვდით მეგობრებს. საქმიან პარტნიორებსაც კი შეგიძლიათ არაფორმალურ სიტუაციაში დაუნიშნოთ შეხვედრები. დაესწარით გასართობ ღონისძიებებსაც. სექტემბერში სწრაფად სწავლა და ინფორმაციის დამახსოვრება უნდა შეძლოთ. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, დასვენება და დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგი იქნება თქვენთვის. კარგ შედეგს მოგიტანათ გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - როგორი იქნება მომდევნო თვე ზოდიაქოს "ცეცხლოვანი" წარმომადგენლისთვის

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - რა ცვლილებები გელით სიყვარულსა და ფინანსებში

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადსა და კარიერაში?