ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - რა ცვლილებები გელით სიყვარულსა და ფინანსებში

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - რა ცვლილებები გელით სიყვარულსა და ფინანსებში

გააქტიურდებიან თანამოაზრეები, გახშირდება მათთან და ახლო მეგობრებთან შეხვედრები. იყავით დაკვირვებული საუბრისას, წერისას (განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში). ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვისი იმედიც გექნებათ და დაგეხმარებათ რთულ მომენტში. შეიძლება გააქტიურდნენ მოშურნეები, რომლებიც ჩასაფრებულები იქნებიან, და ვაითუ, რამე შეგეშალოთ. ისე მოიქეცით, რომ გარშემო მყოფებთან არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება, შეიძლება მათი დახმარება სხვა დროს დაგჭირდეთ. ზოგიერთს შეიძლება პერიოდულად მელანქოლიამ შემოგიტიოთ და ეცადეთ, არავის დაუპირისპირდეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოგინდებათ სულიერად ახლობელ მეგობრებთან კონტაქტი. მათთვის გულის გადაშლა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შეზღუდული ხართ, გიჭირთ აზრის გამოხატვა, გარშემო მყოფები ვერ გიგებენ. ეცადეთ, გვერდით მხოლოდ ერთგული ადამიანები გყავდეთ, ვინც თქვენ მიერ გამჟღავნებულ საიდუმლოს ცუდად არ გაიგებს, სათავისოდ არ გამოიყენებს და მტრად არ გადაგეკიდებათ. შეიძლება მოგიწიოთ წარსულთან მიბრუნება, ქენჯნა იგრძნოთ წარსულის გამო და ამით გაგიფუჭდეთ განწყობა. თუ პირად ბიზნესს მართავთ, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, შესაძლოა შეფერხდეს მოლაპარაკებები, შეხვედრები, ვერ მიიღოთ შესაფერისი თანხა. ეცადეთ, არ გამოგეპაროთ უმნიშვნელო დეტალიც კი, მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია.

ფული და სიყვარული

თუ ხვდებით, რომ ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობებმა დაგღალათ, სექტემბერი გაძლევთ საშუალებას რომანტიკული ურთიერთობა ხანგრძლივ რომანში, ქორწინებაში გადაზარდოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ქორწინება უმჯობესია, გონივრულად იყოს დაგეგმილი, ვიდრე ვნებაზე დაფუძნებული. გარდა ამისა, ამ ქორწინებით შეიძლება სოციალური სტატუსი აიმაღლოთ, კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ. სექტემბერში მოერიდეთ სამსახურებრივი რომანის გაბმას. განსაკუთრებით, თუ დიდხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ პარტნიორთან. დაქორწინებულები მოერიდეთ ეჭვიანობას. სანამ რამეს იტყვით, ეცადეთ ფაქტებით იყოთ შეიარაღებული. რაც შეეხება ფინანსებს, სექტემბერი საკმაოდ ნაყოფიერი თვეა. შემოსავალი გაგეზრდებათ. თუ თქვენი საქმიანობა ბიზნესთანაა დაკავშირებული, თვის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ჯანმრთელობა

ნუ გახარჯავთ ენერგიისა და დროს ტყუილ საქმეებზე, მიზნებზე. იყავით მობილიზებული კონკრეტულ გამარჯვებებზე. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ერთადროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. აირჩეთ ერთი საქმე და მისთვის იბრძოლეთ. არ გადაიტვირთოთ, სამსახურის საქმეების გამო ძილს ნუ გაიტეხავთ. გახსოვდეთ, რომ სტრესი განცდები ჯანმრთელობის პირველი მტერია.

ქალებისთვის

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. წინაღობები რომც წარმოიქმნას, არჩეულ გზაზე და იდეების განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. სექტემბერში პირადი ბიზნესის დაწყების, გარშემო მყოფებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას შეძლებთ. ეცადეთ, დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით და მოიმოქმედებთ.

მამაკაცებისთვის

ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, ვალდებულებები - მოსაგვარებელი. იყავით მიზანსწრაფული, დაკვირვებული, დროდადრო - თამამი. ნუ დაკარგავთ დროს ტყუილ საუბრებზე. მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა სამომავლოდ არ გადადოთ. რაოდენ გასაკვირის უნდა იყოთ, რთულ სიტუაციაში არ დაკარგავთ თვითრწმენას. უფრო მეტიც, გამოცდილებისა და საზრიანობის გამო საქმეებს უკეთესად წარმართავთ. სექტემბერში ახალი იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ახალის შესწავლის, ცოდნის გაღრმავების საშუალება მოგეცემათ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადსა და კარიერაში?

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, კონტაქტები...

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2020 წლის შემოდგომიდან სიყვარულში გაუმართებს