სექტემბერში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსების თემა და უძრავი ქონების საკითხები. მეტად გააქტიურდით იმ საქმეებში, რომლებშიც თავს პროფესიონალად მიიჩნევთ. იყავით შრომისმოყვარე და მიზანმიმართული. კარგად შესრულებული საქმისთვის თვის ბოლოს აუცილებლად გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება პრემიაც მიიღოთ. ზოგიერთს კი შეიძლება მეტად საპასუხისმგებლო საქმე შესთავაზონ ან დააწინაურონ. არ იზარმაცოთ. მეტად გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ ბიზნეს საქმეები. იყავით მობილიზებული, რომ მოიპოვოთ ფინანსური დამოუკიდებლობა, ვარსკვლავები ყველაფერში ხელს შეგიწყობენ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
სექტემბერში ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებას შეძლებთ. ახალ პროექტებში ჩაერთვებით. გახშირდება კონტატქები ნათესავებთან, და-ძმებთან. შეიძლება მათთან ერთად გაემგზავროთ ექსკურსიებზე, ერთად გაატაროთ უქმეები. მიიღებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს. საქმიანობაში გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. შეიძლება გაგიჩნდეთ ახლის შესწავლის ინტერესი ან გამოცდების ჩაბარება-გადაბარებამ მოგიწიოთ.
ფული და სიყვარული
შუა სექტემბერში პირადი ცხოვრების გაუმჯობესება მოგინდებათ, მარტოხელებს - რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. მაგრამ მოერიდეთ ოცნებებში გადავარდნას და იდეალური ადამიანის ძიებას. რეალისტურად შეხედეთ ყველაფერს, მცირე ნაკლი ყველას აქვს. თუ უკვე დაწყვილებული ხართ, გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს. განსაკუთრებით მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტები და შექება. რაც შეეხება ფინანსებს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გამოგიჩნდეთ. თუმცა, ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. უმჯობესია, თუ თანხის გარკვეულ ნაწილს გადადებთ და ასე გააგრძელებთ ახალ წლამდე.
ჯანმრთელობა
თვის დასწყისში მოგზაურობის განწყობაზე იქნებით. გაფრთხილდით დოკუმენტებთანაც და ფიზიკურ აქტიურობასთანაც. სექტემბრის მეორე ნახევარში აქტიურობის პლანეტა მარსი რეტროგრადული გახდება და ამ პერიოდში მეტი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ. თუ გადაწყვეტთ და მოინდომებთ, ზედმეტი კილოგრამების დაკლებასაც შეძლებთ. განსაკუთრებით, თუ მეგობარს გაეჯიბრებით.
ქალებისთვის
ენერგიული ხართ და ერთდროულად სხვადასხვა ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა. დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, რომლებსაც წინა თვეებში ბევრი დრო და ენერგია დაუთმეთ. ეცადეთ, სარფიანი, თქვენზე მორგებული ხელშეკრულებები გააფორმოთ. ზოგიერთმა შეიძლება სამსახური, საქმიანობა შეიცვალოს, ზოგი დაწინაურდეს. მიიღებთ საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს. სექტემბრის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრები გელით ახალ და ძველ მეგობრებთან.
მამაკაცებისთვის
ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ნუ გგონიათ, რომ სწრაფად გაიმარჯვებთ ან წარმატებას მარტივად მიაღწევთ. ბევრი საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ, რადგან მოკავშირეები და მეგობრები შეიძლება ვერ დაგეხმარონ. რაც უფრო მეტი საქმე გექნებათ, მით მეტი ენერგია მოგემატებათ. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაეხმარეთ ახლობლებს საოჯახო საკითხების მოგვარებაში.