ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, კონტაქტები...

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, კონტაქტები...

სექტემბრის მთვარი საზრუნავი სამსახურის საქმეები და ჯანმრთელობა გახდება. თუ კარგად დაისვენეთ, დრო დაგროვილ საქმეებსაც მიხედოთ. საკმაოდ დატვირთული თვე დაგიდგათ. შეიძლება ხშირად მოგეჩვენოთ, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება; პირისპირი მოგიწიოთ პრობლემებთან შეჯახებამ; გააქტიურდნენ კონკურენტები. ზოგიერთი შეიძლება სარფიან პროექტში ჩაერთოს ან დააწინაურონ. მთავარია, დარწმუნდეთ, რომ გიღირთ. იყავით სამართლიანი და ნურც ბინძურ წესებს გამოიყენებთ სასურველის მისაღწევად, ეს რეპუტაციას შეგილახავთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება შეხვედრები მიმოწერა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოგინდებათ მეგობრებთან კონტაქტი, სხვადასხვა წვეულებაზე დასწრება. შეიძლება სწორედ აქ გაიცნოთ მომავალი საქმიანი პარტნიორები ან კლიენტები. სექტემბერი კარგი თვე შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება ლაპარაკის სურვილი ისეთი გამძაფრებული გქონდეთ, რომ უცნობებსაც კი მოუყვეთ თქვენი პირადი ამბები. მარტოხელებს საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით და ზოგიერთთან შეიძლება რომანტიკული ურთიერთობაც კი გააბათ.

ფული და სიყვარული

გართობისა და სიამოვნების განწყობაზე იქნებით. უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს მიიღებთ. განსაკუთრებით სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებით დაგამახსოვრებთ თავს სექტემბერი. დაქორწინებულებსაც კი შეიძლება მოგინდეთ რომანტიკული ურთიერთობები და მეუღლის ღალატზეც კი წახვიდეთ. გამონახეთ დრო შვილებისთვის. თვის ბოლოს ფულის გარეშე რომ არ დარჩეთ, ფინანსები გონივრულად ხარჯეთ. სხვათა შორის, შეიძლება ლატარეაში მოიგოთ ან საბირჟო საქმიანობით მოიპოვოთ გარკვეული თანხა.

ჯანმრთელობა

ეცადეთ, გაფრთხილდეთ ფიზიკური აქტიურობის დროს. პირველი დეკადის ბოლოს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება და ფიზიკური აქტიურობისას გაფრთხილდით, ტრავმებით არ დაზიანდეთ.

ქალებისთვის

ნაყოფიერი თვე დაგიდგათ. სახლშიც და სამსახურშიც უამრავ მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებთ. შანსი მოგეცემათ, დაარეგულიროთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. თქვენთვის სარფიანად წარმართავთ მოლაპარაკებებს. შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ. ხშირად უმასპინძლეთ შინ მეგობრებს. აიმაღლეთ განწყობა და არც ახლობლები მოაწყინოთ. ზოგიერთს ფულადი საჩუქრები და სიურპრიზები გელით.

მამაკაცებისთვის

საინტერესო მოვლენებით დატვირთული სექტემბერი დაგიდგათ. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დაწინაურდეთ ან გააფორმოთ თქვენთვის სარფიანი ხელშეკრულება. შეიძლება დათანხმდეთ შემოთავაზებას, რომლის თაობაზეც დიდი ხანია მსჯელობთ. კარგი თვეა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლისთვის. შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციაც მოიძოთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც დაგეხმარებიან განახორციელოთ შემოქმედებითი და პროფესიული იდეები. მოსალოდნელია ფულადი შემოდინებაც, მაგრამ ყველაფერს ერთდროულად ნუ დახარჯავთ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - როგორი იქნება მომდევნო თვე ზოდიაქოს "ცეცხლოვანი" წარმომადგენლისთვის

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - რა ცვლილებები გელით სიყვარულსა და ფინანსებში