სექტემბერში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მშობლებს, ოჯახს. ნაკლები ინერვიულეთ სამსახურზე და დაფიქრდით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ოჯახში, პირად ურთიერთობებში. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ნათესავების ცხოვრებაში მოგიწევთ ჩართვა. მათ თქვენი დახმარებისა და რჩევის გარეშე გაუჭირდებათ პრობლემების მოგვარება. ზოგიერთმა შეიძლება ცოტა ხნით თქვენთან გადაწყვიტოს საცხოვრებლად დარჩენა. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც. ზოგიერთმა შეიძლება სამოქალაქო ქორწინება გადაწყვიტოს. ზოგმა კი ოფიციალურად გააფორმოს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ რომანი გაქვთ და მის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გქონდათ, სექტემბერში გრძნობებიც გაგიძლიერდებათ და რომანიც უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თქვენი მმართველი პლანეტის გავლენით სექტემბერში გართობა, ბავშვებთან ერთად დროის გატარება და მხიარულება მოგინდებათ. კარგი შანსი მოგეცემათ შემოქმედებით იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოს. შეიძლება ნაკლებ ხელფასს, მაგრამ მეტ თავისუფალ გრაფიკს და კრეატიული იდეების განხორციელებას დათანხმდეთ. ზოგმა კი შეიძლება სახლიდან დაიწყოს მუშაობა. სექტემბერი კარგი თვეა სწავლისთვის. შეიძლება დაიწყოთ ისეთი საგნის შესწავლა, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მათთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. იმავეს მიიღებთ, თუ ზედმეტ მოთხოვნებით შეაწუხებთ მათ.
ფული და სიყვარული
ინფორმაციებისა და ნათესავების სფერო გაქვთ გატიურებული. თბილი და მეგობრული ურთიერთობები და უნდა ჩამოაყალიბოთ მათთანაც კი, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეზობლებთანაც. იყავით ღიმილიანი და მეგობრული ყველას მიმართ. სექტემბერში განსაკუთრებული მოთხოვნილება გექნებათ მეგობრული შეხვედრებისა და საინტერესო თემებზე საუბრის. ზოგიერთს გაუხშირდება მიმოსვლა ახლო მანძილზე. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ სითბოსა და მზრუნველობს ელოდება და ეცადეთ, არ მოაკლოთ. დაეხმარეთ მას ახალ წამოწყებებში. ზოგიერთი საქმე კი შეგიძლიათ შეთანხმებულად გააკეთოთ.
ჯანმრთელობა
დაფიქრდით, იქნებ, დილაობით სირბილი და ვარჯიში გჭირდებათ. ჩვენ გირჩევთ! ეს დაგეხმარებათ ენერგიის მომატებაში და ფიზიკურ აქტიურობაში. შეგიძლიათ მეგობრებიც აიყოლიოთ. ზოგიერთი ისევ დაუბრუნდება სპორტდარბაზში ვარჯიშს. სექტემბრის მეორე ნახევარში, როცა აქტიურობის პლანეტა მარსი უკანმავალი გახდება, მაშინ ცოტა ფრთხილად ვარჯიშიც და ფიზიკური აქტიურობაც.
ქალებისთვის
მსუბუქი, სასიამოვნო შეხვედრებით და საქმეებით დატვირთული თვე დაგიდგათ. ყველა საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ზოგიერთს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ან ფული შეიძლება სარფიანი ხელშეკრულების გაფორმებამ მოგიტანოთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. გახშირდება ნათესავებთან შეხვედრები და მათი უსიამოვნებების მოგვარება. სიურპრიზები და საჩუქრები გელით საყვარელი ადამიანისგან. ზოგიერთი დიდი ხნის სურვილს აისრულებს.
მამაკაცებისთვის
თვის დასწყისში საქმების გამო მცირე ნერვიულობა არ აგცდებათ. ეცადეთ, იყოთ დაკვირვებული. საკუთარი ვალდებულებებიც ყურადღებით შეასრულეთ და კოლეგების საქმეებსაც გადახედეთ. სასიამოვნო ამბებს მიიღებთ მეგობრებისგან, შორეთიდან. მოულოდნელი შეხვედრები გაგახარებთ ხოლმე. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.