ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ელით თვის ბოლომდე ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე მისტიურ წარმომადგენლებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ელით თვის ბოლომდე ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე მისტიურ წარმომადგენლებს

მეგობრობის, პარტნიორობისა და სიყვარულის თემები იქნება თქვენთვის აქტუალური. საქმეებსა და ბიზნესპარტნიორებთა ურთიერთობაში იყავით დაკვირვებული. პირად ცხოვრებაში - მეტად ანგარებიან და რეალისტური. დაფიქრდით, ვინ გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში და ვის ადარდებს თქვენი თავი. ზოგი შეიძლება ქორწინებაზე დაფიქრდეს, მის სირთულეებსა და სიკეთეებზე. შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ საქმიანობაში, რაც გარშემო მყოფებში პოპულარობას მოგიტანთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, მეგობრებთან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ბიზნესსაკითხები პარტნიორთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. განსაკუთრებით, თუ მის ფულთან გიწევთ შეხება. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ექსტრემალურ სიტუაციებში დაკვირვებულად იმოქმედეთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, ნუ ეტყვით ისეთ რამეს, რაც დამოკიდებულებას გაგიფუჭებთ. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს ინფორმაცია, რასაც ადრე უმალავდნენ ან ხელი არ მიუწვდებოდა მასზე. შეიძლება საშუალება მოგეცეთ და მიიღოთ თანხა სახელმწიფოსგან, ალიმენტი, დაზღვევა, ან სულაც მემკვიდრეობა.

ფული და სიყვარული

სექტემბერში მოიმატებს რუტინული საქმეები. დაკვირვებული უნდა იყოთ უმნიშვნელო ცვლილებებისადმიც კი. მოაწესრიგეთ სამუშაო ზონა, შეიტანეთ მასში მეტი კომფორტი. გამონახეთ დრო და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ზოგიერთს შეიძლება მოუნდეს რომანის გაბმა კოლეგასთან ან უფროსთან. არ გამოაკლდეთ წვეულებებსა და კულტურულ ღონისძიებებს. სექტემბერში ჩაეწერეთ სტომატოლოგთან, კოსმეტოლოგთან, სტილისტთან. შეიძინეთ საკუთარი თავისთვის სასურველი ნივთები. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეს. შეიძლება საქმეების გამო ყურადღება მოაკლოთ და ამით სიტუაცია გაირთულოთ. რაც შეეხება ფინანსებს, რამდენადაც შრომისმოყვარე იქნებით, იმდენად გამოიმუშავებთ ფულს. უფულოდ ნამდვილად არ დარჩებით, პარტნიორი უზრუნველგყოფთ აუცილებელით. შეიძლება ფულადი ჯილდოც კი მიიღოთ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

ჯანმრთელობა

თუ შვებულებიდან დარუნებული გამხდარი და ნამზეურ მიღებული თანამშრომლების გშურთ, დროა, საკუთარ თავსაც მიხედოთ. კარგი იქნება, თუ დაიცავთ კვების რეჟიმს, ზომიერად შეეფიცხებით მზეს. სასურველია, ძალისმიერი ვარჯიშებისგან შეიკაოთ თავი, მაგრამ აი, სეირნობა სუფთა ჰაერზე კარგია.

ქალებისთვის

სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ სამსახურის და საოჯახო საქმეებშიც და საყვარელ ადამიანთან მიმართებაშიც. მოერიდეთ ნათესავებთან ურთიერთობების დაძაბვას, მიმართეთ იუმორს. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ყურადღება გამრთებთ მგზავრობისას. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, დროის საინტერესოდ გატარება.

მამაკაცებისთვის

სამუშოაც ბევრი გექნებათ და სანერვიულოც. იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ. განწყობა შეიძლება ნებისმიერმა დეტალმა გაგიფუჭოთ და ეცადეთ, მაქსიმალურად მოინდომოთ, რომ არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. შეიძლება ნაყიდი ნივთი გამოდგეს წუნიანი ან ფული დაგეკარგოთ. ახლობლების დახმარებით შეძლებთ სირთულეებისა და შიშების დაძლევას.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული