ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"

არ წახვიდეთ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ. არ დახუჭოთ თვალი იმაზე, რასაც თქვენი გული გეუბნებათ. შეიძლება რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, დაგეძაბოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მაგრამ საყვარელ საქმეს ნუ ჩამოსცილდებით.

თებერვალი გადახალისების თვეა, თუ რემონტის დაწყებას აპირებთ, ის სწრაფად გაკეთდება, დასრულდება და ფულიც დაგრჩებათ, რასაც ინტერნეტ შოპინგისთვის გამოიყენებთ.

ღირსეულად მიიღეთ ის საჩუქრები და ადამიანები, რომლებსაც სამყარო გიგზავნით. დააკვირდით ნიშნებსაც და მერე მიხვდებით, რატომ ხდება ყველაფერი არა ისე, როგორც თქვენ დაგეგმეთ.

მოერიდეთ დაპირისპირებას ვერძებთან. განსაკუთრებით, თუ მათთან ნათესაური კავშირი გაკავშირებთ. დაეხმარეთ ახლობლებს, რომლებსაც თქვენი რჩევა სჭირდებათ. თქვენ მათთვის იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე თავად გგონიათ. ნებისმიერი ნივთის ყიდვისას დააკვირდით ხარისხს. გააკონტროლეთ თანამშრომლების, მუშების მიერ შესრულებული საქმეები, რათა შეცდომები აირიდოთ თავიდან.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

შუა თვეში ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც პლატონური კავშირი გაქვთ, შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც ამბობენ სხვები, თუ ბედნიერად გრძნობთ მის გვერდით თავს. თებერვალი კარგი თვეა ქორწინებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მატერიალური თვალსაზრისით. მარტოხელებმა შეიძლება ურთიერთობა განაახლონ ყოფილ პარტნიორთან. თუმცა, სიყვარული შეიძლება ვნებაში აგერიოთ, ის კი მალევე ჩაქრეს.

თვის პირველი დეკადის თხის რქები თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში. სასურველია, თქვენ გვერდით კურო პარტიონი იყოს. საყვარელი ადამიანის გაბედნიერებისთვის ფულს ნუ დაინანებთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას უცხო რელიგიის ან ეროვნების ადამიანთან.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თებერვალში ნებისმიერ საკითხს და განსაკუთრებით მატერიალურს მარტივად მოაგვარებთ. დახმარებას მიიღებთ კოლეგებისგან, ყური დაუგდეთ მათ რჩევებსაც. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გაიარეთ გასაუბრება, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, შეგიძლიათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტებიც გააფორმოთ. ზოგიერთი თხის რქა მიიღებს პრემიას ან მემკვიდრეობას.

თვის ბოლოს არ დააგდოთ ტემპი. იყავით მიზანმიმართული. თქვენ გარშემო მყოფებისთვის სამაგალითო უნდა იყოთ. საქმიან პარტნიორებთან - დიპლომატიური. ზოგიერთი დაფიქრდება, როდემდე უნდა იმუშაოს სხვების საკეთილდღეოდ და საკუთარი საქმის დაწყებას გადაწყვეტს. სამსახურში საქმეების დროულად შესრულება თუ გსურთ, კოლეგებსაც გაუნაწილეთ ვალდებულებები. ამგვარად, ჰობისთვისაც დაგრჩებათ დრო.

შემოქმედებით აღმაფრენას იგრძნობენ მხატვარი და დიზაინერი თხის რქები. ზოგიერთი ჰობის შემოსავლის წყაროდაც გაიხდის. წარმატება ელით კონსულტაციის სფეროში მომუშავეებსაც.

ზოგიერთს შანსი მიეცემა, რომ საზღვარგარეთ გაემგზავროს სასწავლებლად. ან უცხოურ კომპანიაში მიიღოს თანამდებობა. თებერვალი აგრეთვე კარგი თვეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის ექიმს კონსულტაციისთვის, ეს შეიძლება ონლაინ მიმოწერაც კი იყოს. ჩაიტარეთ გამოკვლევა. განსაკუთრებით, თუ რაღაცას უჩივით. თუ ინფორმაციის მოძიება გსურთ, სამედიცინო ფორუმებსაც მიმართეთ.

შეამცირეთ ყავისა და შავი ჩაის რაოდენობა. ეს სასმელები ცუდად მოქმედებს თქვენს ნერვულ სისიტემაზე (თებერვალში თვადაც იგრძნობთ, რომ ზედმეტად გაღიზიანებული და განერვიულებული ხართ). ჩაანაცვლეთ ისინი კომპოტით, ახალგამოწურული წვენებით. სასურველია, კვირაში ერთხელ მაინც მოიწყოთ განტვირთვის დღე. თვის ბოლოს ჩაეწერეთ ვარჯიშზე. განსაკუთრებით, თხის რქა მანდილოსნები. დილა კი აუცილებლად უნდა დაიწყთ ვარჯიშით.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 17, 21, 22.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის - "რომანტიკული თავგადასავალი კარდინალურად შეგცვლით"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."