ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "ყველაზე თამამი ოცნებებიც კი შეიძლება, აისრულოთ..."

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "ყველაზე თამამი ოცნებებიც კი შეიძლება, აისრულოთ..."

ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ დასახული მიზნები განახორციელოთ. ყველაზე თამამი ოცნებებიც კი შეიძლება, რომ აისრულოთ. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი პრიორიტეტები, დრო და ენერგია.

პირველ რიგში, წინ უნდა დააყენოთ ისეთი სფეროები, როგორებიცაა: სწავლა, მუშაობა, ურთიერთობების დარეგულება გარშემო მყოფებთან და საყვარელ ადამიანთან. ქალი ლომები კი სასარგებლოს საჭიროს შეუთავსებენ და სამსახურში გააბამენ რომანს. თქვენი თაყვანისმცემელი შეიძლება გახდეს მამაკაცი, რომელიც ადრე ქათინაურებსაც კი გეუბნებოდათ. მამაკაცების ყურადღება რომ მიიქციოთ, მეტად გამოავლინეთ თქვენი ინდივიდუალურობა და იმიჯი შეიცვალეთ. შეგიძლიათ ყველაზე თამამ ექსპერიმენტებსაც მიმართოთ. ორივე სქესის ლომი კი პოტენციური სასიყვარულო პარტნიორის საძიებლად გაემართეთ მუზეუმსა და ტრენინგებზე.

თვის დასაწყისი ცოტათი დაძაბული იქნება - კონფლიქტები, ემოციები, ურთიერთობების გარკვევა. მოერიდეთ სიჯიუტეს, ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. გაითვალსწინეთ ოპონენტის მოსაზრებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. შუა თვეში დაგეგმეთ შოპინგი. სასურველ ნივთებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თუ მოინდომებთ, მიმზიდველიც იქნებით და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურებთ. გარშემო მყოფები იმდენ პატივს გცემენ, რომ თავს მეფედ და დედოფლად იგრძნობთ. და კიდევ უფრო მოგემატებათ თავდაჯერებულობა. თქვენ გარშემო ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი იქნება, ვისთანაც ერთად ყოფნა მოგინდებათ, ანუ არჩევანის საშუალება მოგეცემათ. თუმცა, ყურადღებით იყავით, თქვენი ხასიათის გამო ყველა არ დაიფრინოთ და მარტო არ დარჩეთ. ერთი სიტყვით, თებერვალი რომანტიკის თვეა, თუ თავს გააკონტროლებთ.

  • სამსახური და ფინანსები

ჩამოწერეთ თვის მთავარი და მეორეხარისხოვანი საქმეები. არავითარ შემთხვევაში არ განეწყოთ ნეგატიურად და არ თქვთ, რომ რამე არ გამოგივათ. პირიქით, იყავით მიზანმიმართული და თავდაჯერებული, რომ თვის ბოლოს ყველა საქმე იდეალურად გექნებათ დასრულებული.

პირველ დეკადაში დაბადებულ ლომებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ სამსახურის საქმეებს. მოერიდეთ სამსახურში დაგვიანებას, ეცადეთ, არ გაანაწყენოთ უფროსი, იყავით დისციპლინირებული. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. ხანდახან ენას კბილი უნდა დააჭიროთ, ყველა მტრად რომ არ გადაიკიდოთ. მამაკაც ლომებს საქმეების მოსაგვარებლად პარტნიორებისა და კოლეგების მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

თვის ბოლოს შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ, რაც სასარგებლოდ წაადგება თქვენს კარიერას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, დაესწარით ტრენინგებსა და ლექციებს. ზოგიერთს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ, იყავით თავდაჯერებული.

კარგი თვე ელით იმ ლომებს, რომლებიც პირადი საქმის დაწყებას გადაწყვეტენ ან ახალ სამსახურში გადავლენ, განახორციელებენ ორიგინალურ პროექტებს. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, მაგრამ საკუთარი ინტერესები ყველგან დაიცავით.

გამონახეთ დრო ჰობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გადაგექცეთ. მიღებული თანხა კი უძრავ ქონებაში დააბანდეთ. უარი არ თქვათ დამატებით სამსახურზე.

  • ჯანმრთელობა

თებერვალში ცვლილებს არ უნდა შეუშინდეთ. თვის დასაწყისში ფიზიკურად მეტად უნდა გააქტიურდეთ. არ გადატვირთოთ თვალები. შეძლებისდაგვარად გაესინჯეთ ოფთალმოლოგს და გაითვალისწინეთ პროფესიონალის რჩევები.

თვის ბოლოს შეიარეთ სილამაზის სალონში, სპა-ცენტრში. ხანდაზმულმა ლომებმა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები ჩაიტარეთ, მოიცილეთ დეფექტები. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს.

იან­ვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 10, 12, 28.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის - "რომანტიკული თავგადასავალი კარდინალურად შეგცვლით"