ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის - "მოულოდნელი შეხვედრები გელით"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის - "მოულოდნელი შეხვედრები გელით"

ნუ შეგეშინდებათ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. ნუ დაუმალავთ გარშემო მყოფებს თქვენს ნიჭს. დაკავდით თვითრეკლამით, თამამად მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებსა და შეჯიბრში.

ზოგიერთს გაუმძაფრდება ინტერესი ეზოთერიკისადმი. შეიძლება ფსიქოლოგიურ ლიტერატურასაც გაეცნოს, რაც საკუთარ თავში ჩაღრმავების შესაძლებლობას მოგცემთ. შეისწავლეთ თქვენი ძლიერი მხარეები. დაისახეთ მიზნები და იმოქმედეთ. შუა თვეში მაქსიმალურად მოერიდეთ დაძაბულობას გარშემო მყოფებთან, სიტუაციის გართულებას, არავის ეუხეშოთ და მოერიდეთ ადამიანებზე ზემოქმედებას. თუ იცით, რომ ადამიანი კონფლიქტურია, მინიმუმადე შეამცირეთ მასთან კონტაქტი. ამასთანავე, მშვიდად შეხვდით თქვენ მიმართ კრიტიკას. ცხოვრება ნაცრისფერი რომ არ მოგეჩვენოთ, უქმეებზე დაესწარით გამოფენებს, სპექტაკლებს, კულტურულ ღონისძიებებს. აგრეთვე, გამონახეთ დრო ნათესავებთან შესახვედრად. თუ შეხვედრას ვერ ახერხებთ, ინტერნეტით შეეხმიანეთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ ყველაფერს თქვენს სასიკეთოდ აგვარებთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მას აზრს არ ეკითხებით. ეცადეთ, გამოასწოროთ ეს მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. აგრეთვე, ყველა უსიამოვნებაში საყვარელი ადამიანის დადანაშაულებას არ გირჩევთ. არც ეს მოგიტანთ სიკეთეს. თუ ჩვენს რჩევებს არ გაითვალისწინებთ, თვის ბოლოს შეიძლება მარტო დარჩეთ.

პრეტენზიების საწინააღმდეგოდ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ სირთულეების დაძლევაში, გაამხნევოთ ახალი საქმეების დაწყებაში და მწვერვალების დაპყრობაში.

მეტი დრო დაუთმეთ ნაესავებთან კონტაქტს. მათი დახმარებით შეჩერებული საქმების მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება მათი მხარდაჭერით გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა მოგეცეთ.

მეორე და მესამე დეკადის მორიელები ახალ ნაცნობებს გაიჩენენ საზღვარგარეთ. განაახლეთ კავშირები ძველ მეგობრებთან. განსაკუთრებით, ტყუპთან, სასწორთან, თევზებთან და ქალწულთან.

რომანტიკული პერიოდი თებერვლის ბოლოს დაგიდგებათ. მოულოდნელ ადგილებში - უცხო ენების წრე, თეატრალური სტუდია - მოულოდნელი შეხვედრები გელით. ურთიერთობა შეიძლება ელვისებურად განითარდეს და მეგობრობა ძლიერ სიყვარულში გადაიზარდოს.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

დიდი ნაბიჯი უნდა გადადგათ წარმატებისკენ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, გახდებით მეტად პოპულარული. ზოგიერთი კოლექტივის ლიდერი ან ხელმძღვანელი გახდება. ნუ იქნებით იღბლის იმედად, იშრომეთ, ენერგია საკმარისი გაქვთ.

თვის დასაწყისში და შუაში მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან. ნუ ეცდებით ჩხუბით დაუმტკიცოთ მას, რომ მცოდნე და დასაფასებელი კადრი ხართ. პატივისცემა გმართებთ გარშემო მყოფების მოსაზრებებისადმი. წარმატებული თვე ელით გართობის სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე ფულს გამოიმუშავენებ ის ნიშნები, რომლებიც აქსესუარების დამზადებითა და გაყიდვით არიან დაკავებულები.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწყისში მეტად უნდა გაუფრთხილდეთ გულ-სისხლძარღვებს. განსაკუთრებით, თუ ჰიპერტონიას უჩივით. სასურველია, დილაობით ივარჯიშოთ. მიიღოთ კალიუმით მდიდარი საკვები, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. თვის მეორე დეკადამდე ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა, შეგიძლიათ მედიკამენტები ჩაანაცვლოთ ხალხური მედიცინით. თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ესტუმრეთ სალონებს და ჩაიტარეთ სპა-პროცედურებს. კარგ შედეგს მოგიტანთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 20, 21, 24, 27.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის - "სიახლეების დაგეგმვის დროა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"