მოვლენები, შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, პროექტები, კავშირების გაუმჯობესება - დატვირთული წელი გელით. ვერც ეთი წუთი ვერ გაჩერდებით უსაქმურად. სასურველია, ამ თავბრუდამხვევ მოვლენებში საკუთარი თავი არ დაკარგოთ და არც ავანტიურაში გაეხვეთ.
უამრავ ინფორმაციას მიიღებთ და ის თქვენ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. ის დაგეხმარებათ სამსახურის საქმეების მოგვარებასა და კარიერული და მატერიალური დგომარეობის გაუმჯობესებაში. მარტოხელები დაივიწყებენ, რომ ოდესღაც მიტოვებულები გახდნენ. პირიქით, საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან დიდ ყურადღებას იგრძნობთ. ზოგიერთს მყარი კავშირის და ოჯახის შექმნა მოუნდება. 2020 წელს უამრავი მიმართულებით შეძლებთ განვითარებას და თქვენთვის სასურველს უნდა ჩაეჭიდოთ.
ზაფხულში აუცილებლად აიღეთ შვებულება და გაატარეთ ის ზღვის სანაპიროზე. კარგს იზამთ, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, ჩაიტარებთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. ვირთხის წელში შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი, ხშირად შეხვდეთ კოსმეტოლოგს, სტილისტს.
შემოდგომაზე შემოგთავაზებენ სარფიან საქმიანობას, მაღალანაზღაურებად სამსახურს. თუმცა, ფულზე მეტ სიამოვნებას ამ პროექტში მონაწილეობის მიღება მოგიტანთ. ხშირად შეხვდით ნათესავებს, დაეხმარეთ მათ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.
მშვენიერი, რომანტიკული პერიოდი დაგიდგათ. მთვარია, მეტად გამოიჩინოთ ინიციატივა. ნუ ეცდებით ადამიანების გადაკეთებას, მიიღეთ მათთან ურთიერთობით სიამოვნება. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, იყავით მეტად მოსიყვარულე და მგრძნობიარე მის მიმართ. ფულის გამომუშავებაზე ხართ გადასული და სულ დაკარგეთ სიურპრიზების კეთებისა და ყურადღების გამოხატვის უნარი.
ვირთხის წელში დაოჯახებულები ხშირად იეჭვიანებენ, მიზეზით ან უმიზეზოთ. და ეს შეიძლება უსიამოვნებების მიზეზი გახდეს. თუ კავშირის გამყარება გსურთ, უსაფუძვლო ეჭვებით ან ფაქტების არარსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ.
დაოჯახებულებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. შეიძლება ვალის აღებამაც კი მოგიწიოთ. ფული რემონტის, ბინის კეთილმოსაწყობად დაგჭირდებათ. ნუ აიღებთ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე შეგიძლიათ, რომ შეასრულოთ. აგრეთვე, ნურც დასვენებას დაივიწყებთ, რობოტი არ ხართ.
მარტოხელა ტყუპს 2020 წელს დაუვიწყარი შეხვედრა ელის. მაგრამ თუ თავს ამაყ და ამპარატავან ადამიანად წარმოაჩენთ, არაფერი კარგი არ გამოგივათ. ძალიან ბევ ტყუპს ახალგაცნობილთან ურთიერთობა სწრაფად განუვითრდება. თუმცა, თქვენი გადასაწყვეტია, ერთად დარჩებით, თუ გაწყვეტთ კავშირს.
წლის ბოლოს კარდინალური ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში. მხოლოდ პოზიტიურს დაელოდეთ. შეიძლება ახალ ბინაში მოგიწიოთ გადასვლამ. შეიძლება ცოლის/ქმრის სტატუსი მიიღოთ.
ყურადღების გარეშე წლის მმართველი არ დაგტოვებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ პირად ურთიერთობაში სტაბილურობა გელით. ვირთხა მუდამ მოგიმართავთ ხელს ახალ წამოწყებებში. მთავარია, თვად მოინდომოთ. მთავარია, ტემპი არ დააგდოთ. გაზაფხულზე მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრები და მივლინებები გელით.
შრომისმოყვარეობა უმაღლეს დონეზე გექნებათ. მაგრამ დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზოგჯერ საქმეებს დროულად უნდა ჩამოცილდეთ. დახმარებაზე ერთგული ადამიანები უარს არ გეტყვიან. ფულის გარეშე არ დარჩებით. მთვარია, ისწავლოთ მათი ზომიერად ხარჯვა.
საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების გაბედნიერების წელი დაგიდგათ. რთული საკითხებიდანაც კი იპოვით მარტივ გამოსავალს. გარეგნობითაც სასიამოვნო ხართ და თქვენი ნიჭი და გამოცდილება დაგეხმარებათ გადაარჩინოთ საქმეც, რეპუტაციაც და საქმეებიც. გაგიჩნდებათ ახალი ჰობი. დაესწრებით თქვენთვის საინტერესო კურსებსა და სემინარებს. მთვარია, ენერგია სწორი მიმართლებით მიმართოთ.
2020 წელს რომანტიკული შეხვედრა გელით. ამ შეხვედრების შემდეგ ყველა ყოფილი ურთიერთობა უსიცოცხლოდ მოგეჩვენებათ. იყავით მეტად ყურადღებით პარტნიორის მიმართ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ხშირად მიაკითხეთ მკურნალ ექიმს.
ბიზნეს-ლედი ტყუპი წარმატებას მიაღწევს საქმიანობაში. მოსალოდნელია დაწინაურებაც. ეცადეთ, ემოციებით კი არა, ცივი გონებით იმოქმედოთ.
თუ ყურადღებით არ იქნებით, 2020 წელს დახარჯავთ ყველა დანაზოგს, რასაც აქამდე აგროვებდით. და ვერც მიხვდებით, ფული სად გაგებნათ. ნუ შეიძენთ ყველაფერს, რასაც ხედავთ.
დამატებითი შემოსავლის წყარო გამოუჩნდება დიზაინის, პირადი ბიზნესის, უძრავი ქონების ბიზნესში მომუშავეებს. საშუალება მოგეცემათ ფული სარფიან საქმიანობაშიც კი დააბანდოთ.
წლის დასაწყისში ჩვეულებრივზე მეტად ეკონომიური უნდა იყოთ. მოგზაურობა შეგიძლიათ გაზაფხული-ზაფხულისთვის გადაიტანოთ. ძვირფასი ნივთების შეძენასაც არ გირჩევთ.
სამსახურში, კარგად შესრულებული საქმეებისთვის მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. ზედმეტი ფული შეიძლება მკურნალობის, ოპერაციის ან მისამართის შეცვლისთვის გამოგადგეთ.
ვირთხის წელიწადში უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოერიდეთ შურიან ადამიანებთან კონტაქტს. იყავით კეთილგონიერი. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ელოდება, როდის რა შეგეშლებათ, რომ მომენტით ისარგებლოს.
ზოგიერთმა თანხა შეიძლება ლატარიაშიც კი მოიგოს. აზარტულ თამაშებს მოერიდეთ. თუ ხვდებით, რომ გარისკვა არ ღირს, ენდეთ ინტუიციას.
ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი გახდებით, მაგრამ დაწინაურება მოსალოდნელია. თანაც, იმ შემთხვევაში, თუ მინდომებთ და საქმეს შუა გზაზე არ მიაგდებთ. იყავით მეტად რეალისტური. ზოგიერთ მოვლენას იუმორით, ზოგსაც სარკაზმით უნდა შეხედოთ.
გაფრთხილდით, არ დაუშვათ შეცდომები დოკუმენტებში. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი ფული გაფლანგოს ან თავისი სურვილით განაგოს. იყავით დაკვირვებული, როცა საქმე სამსახურს და ფინანსებს ეხება. ჰკითხეთ რჩევა თქვენზე გამოცდილებს. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერაც გექნებათ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე გახშირდება მივლინება შორ მანძილზე. მუშაობისას კარგად გათვალეთ თითოეული ნაბიჯი.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ გექნებათ, როცა სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევთ. არც ერთი ნიუნასიც კი არ უნდა გაატაროთ. პირველ ადგილზე დააყენეთ სწორი კვება და ვარჯიში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეხება მას, ვისაც ხერხემალი, მყესები და კუჭი აწუხებთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას. მოსალოდნლია ტრავმები და გადაღლილობას. იყავით ფრთხილად სავარჯიშო დარბაზში.
თუ დრო და საშუალება გაქვთ, გაზაფხულზე რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენეთ. ეცადეთ, არ გაცივდეთ. ჩაიტარეთ იმუნიტეტის გასაძიერებელი პროცედურები. გადაეჩვიეთ ალკოჰოლსა და მოწევას. მიიღეთ ვიტამინები, დალიეთ დამაწყნარებელი საშუალებები ან ბალახების ნაყენები.
იანვარი - უამრავი საკითხი და საქმე გექნებათ მოსაგვარებელი.
თებერვალი - შედარებით გაგიადვილდებათ ვალდებულებების შესრულება და ამოისუნთქავთ.
მარტი - სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმების და მოლაპარაკებების თვეა.
აპრილი - შეიძლება ახალი სამსახური გამოგიჩნდეთ ან ახალი რომანტიკული თავგადასავალი.
მაისი - უმჯობესია, ეს თვე ოჯახს, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ.
ივნისი - ფუტკარივით მოგიწევთ შრომა.
ივლისი - არ დაუშვათ საქმეებში შეცდომები.
აგვისტო - ჯილდოების მიღების თვეა.
სექტემბერი - საინტერესო სიახლეები გელით ოჯახში.
ოქტომბერი - უნდა გაძლიერდებთ კონკურენტებთან ბრძოლაში.
ნოემბერი - მოსალოდნელია დაწინაურება. გაფრთხილდით, შეცდომები არ დაუშვათ დოკუმენტებში.
დეკემბერი - გადახედეთ იმ საქმეებს, რასაც მთელი წლის განმავლობაში აგვარებდით.