მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
ლომი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი - მოდელი ლიკა ქორქია
ულამაზესი ლიკა, მიუხედავად საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის "დედოფლურობისა", მოკლებულია ტიპური ლომისთვის დამახასიათებელ ქედმაღლობასა და გადამეტებულ ამბიციებს. იგი ძალიან მგრძნობიარე, უზომოდ ემოციური და გულმოწყალე ადამიანია, რასაც მის რუკაში თევზების ზოდიაქოს გავლენა განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანში ტიპური ლომის სახასიათო შტრიხებს, შესანიშნავად არბილებს და აბალანსებს თევზების კაცთმოყვარე ბუნება, სხვათა განცდების გულთან მიტანის ინტუიციური უნარი და გამორჩეული მგრძნობიარობა.
ქალწული
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი - მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია
გვანცა საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. რაციონალური, წინდახედული, გაწონასწორებული და დეტალების მიმართ უზომოდ ყურადღებიანი. გარდა ამისა, მის პირად რუკაში, ქალწულის ზოდიაქოს გარდა, სასწორის დიდი გავლენაც შეინიშნება, რაც გვანცას ვიზუალურ მონაცმებზე, განსაკუთრებით კი სპეციფიკურ და დასამახსოვრებელ ღიმილზე აისახება. სასწორის ზოდიაქოს გავლენა განაპირობებს ასევე, ამ ადამიანში გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დიპლომატიური მიდგომის უნარს, დახვეწილ გემოვნებას ჩაცმა-დახურვის საკითხში და სახელოვნებო ნიჭს, როგორც ცნობილია გვანცას საკმაოდ კარგი ვოკალური მონაცემები გააჩნია.
პროექტი წარმოადგენს საიტ www.astrologi.ge-ს და ჟურნალ "ბომონდის" ინტელექტუალურ საკუთრებას, მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ წყარო!