მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
სასწორი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი - მსახიობი ლელა მებურიშვილი
ტიპური "ვენერას ნიშნები" – პატარ-პატარა ფოსოები ლოყაზე, რომელიც ღიმილისას უჩნდება. არადა თურმე ნუ იტყვით, თავი აქამდე ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენელი ეგონა.
ლელას ხასიათში, გარდა სასწორისა გამოკვეთილად ფიგურირებს თევზებისა და ლომის ძლიერი გავლენა. იგი ძალიან ემოციური, გულმოწყალე და ინტუიციური ადამიანია. ამასთანავე, საკმაოდ ამაყი და პატივმოყვარეც. ლომის ზოდიაქოს გავლენით, მისი ვიზუალური იმიჯი და პროფესიული საქმიანობა, ყოველთვის იქნება ფართო მასების ყურადღების ცენტრში, რაც მას საშუალებას მისცემს ძალიან კარგი კარიერა გაიკეთოს ამ კუთხით.
მორიელი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი - მსახიობი რუსკა მაყაშვილი
ნაწილობრივ ლომის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებებით გამორჩეული მორიელია. იგი ასე ვთქვთ "საჯარო ფიგურაა", რომლის როგორც საქმიანობა, ისე პირადი ცხოვრება, ხშირად იქნება საზოგადოებისთვის ინტერესის საგანი. მასში გამოკვეთილად არის სამსახიობო მონაცემები და უჩვეულოდ ძლიერი გარდასახვის ნიჭი. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ექსპრომტად გაითამაშოს იმ სიტუაციის შესაფერისი როლი და ეს არამხოლოდ პროფესიულ სარბიელზე, – რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო (ლომი, მორიელის კვადრატურაა), შეიძლება ზოგჯერ თავად კარგავდეს ზღვარს რეალურსა და ირეალურს შორის. სურვილი ერთდროულად იყოს დედოფალიც და კულისებსმიღმა მოთამაშეც, მისთვის ხშირად იქცევა ხოლმე დილემად.
პროექტი წარმოადგენს საიტ www.astrologi.ge-ს და ჟურნალ "ბომონდის" ინტელექტუალურ საკუთრებას, მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ წყარო!