თითოეულ მათგანს ჩვენ პირადად დავუკავშირდით და მათი ასტრო-პორტრეტები ზუსტი დაბადების მონაცემების მეშვეობით შევადგინეთ. მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
მერწყული
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – მოდელი თამთა სონღულაშვილი
თამთას პირად რუკაში, მერწყულის გარდა ვერძის გავლენაც შეინიშნება. იგი არის ძალიან კომუნიკაბელური, ენერგიული და აქტიური ადამიანი. აქვს მიდრეკილება რამდენიმე სფეროში იმოღვაწეოს და ყველაფერი იდეალურად აკეთოს. გამორიცხული არ გახლავთ, რომ იგი რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზეც მოგვევლინოს მომავალში.
თევზები
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – მსახიობი ნინუცა მაყაშვილი
ძალიან ენერგიული, კომუნიკაბელური, უზომოდ ცნობისმოყვარე და ორიგინალური თევზებია. მასში დიდი დოზით არის ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის გავლენა. ამიტომ, სხვა დანარჩენ თევზებს, რომელთაც დინების მიხედვით ცურვა უყვართ არ ჰგავს. მოსწონს რისკი და ახალ-ახალი სფეროების ათვისება. მისი ჰობია, საინტერესო ადამიანების გაცნობა და უბედურია, თუკი რაიმე მიზეზით უწევს ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა. არის ძალიან კრეატიული და საკუთარ იდეებს ხშირად ჩაცმის სტილის ორიგინალურობაში გამოხატავს.