ავტორი:

ზოგი მემკვიდრეობას მიიღებს ან რადიკალურად შეიცვლის ცხოვრებას -  როგორია ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის

ზოგი მემკვიდრეობას მიიღებს ან რადიკალურად შეიცვლის ცხოვრებას -  როგორია ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის

სანამ გარშემო მყოფებს შემოდგომის უგუნებობა უტევთ, თქვენ ახალი იდეებით ხართ აღსავსე. საქმეები დიდ დაკვირვებასა და ორგანზიებულობას მოითხოვს. კარგად შესრულებული ვალდებულებები გარემოცვაში ავტორიტეტსაც აგიმაღლებთ და ფინანსურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.

ზოგიერთი მომენტი კორექტივების შეტანას საჭიროებს და აღარ დააყოვნოთ. შეიძლება ზოგიერთმა მისამართის შეცვლა გადაწყვიტოს, მემკვიდრეობა მიიღოს ან კარდინალურად შეიცვალოს ცხოვრება.

განსაკუთრებულად კარგი პერიოდი 25 ნოემბრის შემდეგ გელოდებათ, ამ პერიოდში კარიერაშიც გელით პერსპექტივები და სოციალურ ცხოვრებაშიც

25-28 ივლისის შუალედში დაბადებული ლომებისთვის - მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებით 24-27 ნოემბრის შუალედში. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. აკონტროლეთ არტერიული წნევა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ის შეიძლება არასწორი გამოდგეს. ნუ შექმნით ავარიულ სიტუაციებს.

16-23 აგვისტოს შუალედში დაბადებული ლომებისთვის - გარშემო მყოფების გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. კარგი თვე ელით პოლიტიკოს ლომებს. აგრეთვე, პედაგოგიურ და რელიგიურ-კულტურული სფეროს წარმომადგენლებს.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

მეტი დრო უნდა მოახმაროთ დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას. ოჯახში სიტუაცია სტაბილური და ჰარმონიული უნდა იყოს. შეიძლება საყვარელი ადამიანის პრობლემების მოგვარებამ მოგიწიოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მეუღლესთან ერთად ქალაქგრეთ ან საზღვარგარეთ გამგზავრება. ფსიქოემოციური რელაქსაცია (იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი პრაქტიკა) პოზიტიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ გამოძინებას, ძალების აღდგენას, დასვენებას და ნაკლები ინერვიულეთ.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

ნოემბერი საუკეთესო თვეა, რათა გადახედოთ მთელი წლის საქმეებს, მოაწესრიგოთ საბუთები. შეიძლება გაგირთულდეთ დამოკიდებულება უფროსთან. კორექტივები შეიტანეთ ზოგიერთ კოლეგასთან ურთიერთობაში.

მეწარმე ნიშნები ახალ გამოცდილებას მიიღებენ. კარგი თვეა ბიზნესტრენინტებზე, სემინარებზე დასასაწრებად. შეიძლება ახალი პარტნიორებიც გაიჩინოთ ან ბიზნესის განვითარების საშუალება გამოგიჩნდეთ.

დაქირავებულმა ნიშნება კარგად უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რათა აიმაღლოთ თვითშეფასება, დაიმსახუროთ უფროსის შექება და პრემიაც მიიღოთ.

ლომების უმეტესობას გამოგიჩნდებათ დამატებითი თანხა და ის უმჯობესია უძრავ ქონებაში დააბანდოთ ან მომავალში (თუნდაც, 25 ნოემბრის შემდეგ) ახალი ბიზნესის სასტარტო კაპიტალად გამოიყენოთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის