ჩინეთში ძაღლის ხორცისგან დამზადებული საკვების ფესტივალი აკრძალეს

ჩინეთში ძაღლის ხორცისგან დამზადებული საკვების ფესტივალი აკრძალეს

ჩინეთის ქალაქ ჩინ-ჰუაში ძაღლების ხორცისგან დამზადებული საკვების ფესტივალი აკრძალეს.

კერძების ფესტივალი, რომელიც რეგიონში უკვე მერვედ ჩატარდა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ზეწოლით აკრძალეს.

ცხოველთა დამცველების აზრით, ვინაიდან ძაღლი შინაური ცხოველი და ადამიანის მეგობარია, მისი საკვებად გამოყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, მოკლული ცხოველის ხორცს ფესტივალის ორგანიზატორები კარგად არ ამოწმებდნენ, რაც დაავადებათა გავრცელების ალბათობას ზრდიდა.

მათი აზრით, ფესტივალი ქალაქის იმიჯზეც უარყოფითად აისახება. ყოველ წელს რეგიონში 5-დან 10 ათასამდე ძაღლს ხოცავდნენ.

ძაღლის ხორცს საკვებად კორეაში, ჩინეთში და ინდონეზიაში იყენებენ. ღონისძიების ორგანიზატორებს აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მომზადებულია Global Times-ის მხიედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს