ობამა - რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ამერიკა ევროპას გაზს მიაწვდის

ობამა - რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ამერიკა ევროპას გაზს მიაწვდის

აშშ მზადაა ევროპაში ბუნებრივი გაზის პირდაპირი მიწოდება განახორციელოს იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამის შესახებ ბარაქ ობამამ ამერიკა- ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გვესმის, რომ სანქციების გამკაცრება სხვადასხვა ქვეყანაზე სხვადასხვაგვარად აისახება, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც; ზოგიერთი მათგანი მეტად არის დამოკიდებული რუსულ საწვავზე და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ჩვენ უკვე ახლა შეგვიძლია იმ მოცულობის გაზის ექსპორტი განვახორციელოთ, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მოხმარებას აღემატება. მაგრამ ის მიდის ღია ბაზარზე და იყიდება კერძო კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც ლიცენზიები გააჩნიათ. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლეს დონეზე, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრების მეშვეობით მოხდეს მოლაპარაკება ამ პროცესის ვერიფიკაციაზე და ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ობამას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს განახორციელოს პირდაპირი მასშტაბური ინვესტიციები ევროპული ქვეყნების ეკონომიკაში. "ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოცულობით ვაჭრობას ევროპასთან და მასშტაბურ პირდაპირ ინვესტიციებს ევროპის ეკონომიკაში. ეს არ შეიცვლება", - განაცხადა ობამამ.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ევროკავშირისთვის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთია. გასულ წელს გაზის ექსპორტი დაახლოებით 24 პროცენტით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით და 139,32 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რუსული გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა