გიგო გეგელაშვილის არქივში ძირითადად პორტრეტები ჭარბობს, მაგრამ პეიზაჟების გადაღებაზეც არ ამბობს უარს. უცნაურია, მაგრამ ფოტოგრაფების დიდ ნაწილს თუ შიშვლად პოზირებაზე გოგონების დათანხმება ძალიან უჭირს, გიგოს შემთხვევაში პირიქით ხდება. სპონტანურად გადაღებული ფოტოები ორდიპლომიანი ხელოვანის არქივში ბევრია, მაგრამ ბოლო დროს ცდილობს, გადაღებები დაგეგმოს. პროფესიით სივრცის დიზაინერია, მაგრამ ქანდაკებაც შეისწავლა და ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებულად ეხმარება ადამიანების ფოტოობიექტივით აღქმაში.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თავიდან აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სფერო სხვა იყო. ხელოვანი ვარ და სამხატვრო აკადემიაში სივრცის დიზაინზე ჩავაბარე. დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობდი იუველირ-დიზაინერად. ათი წელია, რაც ფოტოების გადაღება დავიწყე. თავიდან მობილურით ვიღებდი, ჩემთვის. საერთოდ, ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, ქუჩაში სიარულისას ყველაფერს გაჩერებულ კადრებად ვხედავ.
- ფოტოების გადასაღებად სპეციალურად თუ გიმოგზაურია?
- დიახ, ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ განსაკუთრებულად შატილი მახსენდება. კარგი სერია გამოვიდა, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ ის ფოტოები დავკარგე. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთანაც ძალიან მიყვარს მუშაობა. მათ შორის ზოგიერთი ცნობილია, მაგალითად, მომღერალი მარიკა თხელიძე.
იხილეთ სტატიის გაგრძელება