აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქმედებებს გამოკითხულ ამერიკელთა 59% არ ამართლებს. მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ეს რეკორდული მაჩვენებელია. ასეთი შედეგები აჩვენა "ასოშიეთედ პრესისა" და GFK-ს მიერ ჩატარტებულმა გამოკითხვამ.
ამასთან, "ასოშიეთედ პრესისა" და GFK-ს მიერ ჩატარტებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულ ამერიკელთა 40% ამართლებს აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას. 57% კი არ ამართლებს იმ ქმედებას, თუ როგორ უმკლავდება ობამა უკრაინის საკითხს, 54% კი არ ამართლებს მის მიდგომას რუსეთისადმი.
"ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, გამოკითხული 10 ამერიკელიდან 9 მხარს უჭერს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყირიმის ანექსიის გამო.
ამასთან, "ასოშიეთიდ პრესის" ცნობით, "დემოკრატთა" უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მისაღებია, "რესპუბლიკელთა" დიდი ნაწილის აზრით კი, აშშ-ის სანქციები სუსტია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც პატარა ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება. ამ ეტაპზე უკრაინას სჭირდება დახმარება", - ციტირებს სააგენტო რესპუბლიკელი კრისტოფერ ეშბის კომენტარს, რომელიც უფრო ძლიერ რეაგირებას ითხოვს აშშ-ს ხელისუფლებისგან.
"ასოშიეთიდ პრესისა" და GFK-ს გამოკითხვა 20-24 მარტის ჩათვლით ჩატარდა. სულ 1 012 ადამიანი გამოიკითხა.