ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

ნუგზარ ერგემლიძეს სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ერთგვაროვანი სადღეგრძელოები აღიზიანებს, ტერმინ გენდერულ თანასწორობაში კი სიტყვა ''თანასწორობის'' ჩანაცვლების სურვილი აქვს, თუმცა იმას კი ამბობს, ცოლის ცემა იმიტომ, რომ ერევი, არ შეიძლებაო.

- განსაკუთრებით მაღიზიანებს ერთი და იგივე, დაზეპირებული სადღეგრძელოები. თამადა ორიგინალური უნდა იყოს, მაგალითებით უნდა გაამდიდროს სათქმელი, ხან იუმორი უნდა ჩაურთოს, ხან - ცრემლი. ადრე იყო დაძალება, ყანწით დალევა, მაგრამ ახლა მგონი, ასეთები აღარ ხდება.

ყანწთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გიამბოთ. 90-იან წლებში არქიტექტორმა მეგობრებმა ჩემთან მოიყვანეს თავიანთი კოლეგა, მაფიოზების ქვეყნიდან, მაგრამ ქართველებზე თქვა, აქ ისეთი ცოფიანი ხალხი დადის, ჩვენზე უარესები ყოფილხართო (იცინის). სტუმარს ყანწი გამოვუტანე, ჩვენი წინაპრების სასმისია-მეთქი ვუთხარი, თან ვიფიქრე, ეგზოტიკაში ჩამეთვლება-მეთქი, მაგრამ ამის დანახვაზე იცით, რა მიპასუხა? წინათ სიცილიაში ჩვენი სასმისიც ეს იყო, მაგრამ მერე ჭიქები გამოვიგონეთ, პირველად ჩვენც მაქედან ვსვამდითო (იცინის).

- როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დაგირეკეთ, მითხარით, ქართულ ტრადიციას ვასრულებ, გასვენებაში ვარო. ამ კუთხით თუ არის ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ?

- ამ ბოლო დროს ისეთი დიდი ქელეხები აღარ იმართება, მხოლოდ ოჯახის წევრების გარმოცვაში იშლება სუფრა, ზოგჯერ, საერთოდაც არ აკეთებენ. საბჭოთა პერიოდში თავის გამოჩენის არეალი მცირე იყო, ამიტომ ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, დიდი სუფრით გამოეჩინათ თავი, ახლა ამან აქტუალობა დაკარგა. რელიგიურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, მაშინ უცხო კაცმაც რომ დალიოს ერთი ჭიქა მიცვალებულის სახელზე, ესეც კი მადლია, მაგრამ ზოგადად, მგონია, ქელეხის ცნება სოფლებიდან მოდის. როდესაც ადამიანი მწუხარების გამოსახატავად ურმით ერთი რაიონიდან მეორეში მიდიოდა, დიდხანს მგზავრობდა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი, ახვედრებდნენ საჭმელს, ეს იყო სოციალური მომენტი, თუმცა მერე სახე იცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, ამ თემას იუმორიც ახლავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიცვალებული ასაკიანია. ასეთ შემთხვევაში რომ იკითხავენ, რით დაიღუპაო, ხუმრობით პასუხობენ, ცოტა ასაკმა შეუწყო ხელი, ცოტაც კიდევ ექიმები დაეხმარნენო, ბოლოს კი ეს ყველაფერი მრავალჟამიერში გადადის, რაც ნორმალური არაა.

- თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური გახდა ინტერნეტი, რამაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში. როგორ უყურებთ ამ სოციალურ ''შემოტევას''?..

- ყველაფერს აქვს რამდენიმე მიზეზი და პასუხი. ამ კითხვის ერთი პასუხია თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებაც სოციალური ქსელით კარგად შეიძლება, მეორეა ადამიანის რეალიზების ფაქტორი, ყველას არ იწვევენ ტელევიზებში, არ ეკითხებიან აზრს, სამაგიეროდ, სოციალური ქსელის სახით გამოჩნდა არენა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ეს კონტაქტის მარტივი საშუალება გახდა, უკვე ორ-სამ ქორწილში ვარ ნამყოფი, წყვილმა კი სწორედ ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. თუმცა, გეტყვით, რომ პირადად მე ''ფეისბუქი'' გავაუქმე, რადგან ემოციურად მღლიდა. რამდენიმე მეგობარი განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს წაეჩხუბა, ამ ყველაფერმა გამაღიზიანა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ინტერნეტი რომ დამოკიდებულებას იწვევს, ეს ახალი არ არის, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის სექსიც (იცინის)

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება