ნინა წკრიალაშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის "ცხრანახევარი კვირა" - წყვილი ცნობილ ეროტიკულ ფილმს სცენაზე "გააცოცხლებს"

ნინა წკრიალაშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის "ცხრანახევარი კვირა" - წყვილი ცნობილ ეროტიკულ ფილმს სცენაზე "გააცოცხლებს"

"ორ ვარსკვალავში" მორიგი ტური კინოს მიეძღვნება. მონაწილეები ცნობილ კინოგმირებს გააცოცხლებენ და შესაბამისად, ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ, თუ როგორ, ამას ჟიური და მაყურებელი განსჯის.

მანამდე კი ინფორმაციას კულისებიდან მოგაწვდით, როგორ ემზადებიან კინოტურისთვის ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინა წკრიალაშვილი.

"ამბები.გე" ნინას დაუკავშირდა:

- ამ კვირაში კინოტურისთვის ვემზადებით, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულად სახალისო იქნება. დიახ, ვცდილობთ, რომ მართლა სახალისოები ვიყოთ. მხოლოდ რამდენიმე წყვილი თუ ფიქრობს, რომ მაყურებლის წინაშე აკადემიურად წარსდგეს, დანარჩენები მხიარული ნომრების მომზადებაზე არიან გადასულები. მე და ბატონმა ვახტანგმა "9 1/2 კვირიდან" კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის დუეტი უნდა შევასრულოთ.

- ეს შენ მოიფიქრე?

- არა, ბატონმა ვახომ მოიფიქრა და არ გავუპროტესტე.

- რთული არ არის? შეძლებს?

- კი, მაგრამ მან ეს უკვე შეძლო... სიმღერა დასამახსოვრებლად ადვილია, მაგრამ მიმაჩნია, რომ  გოგოს სამღერი არ არის და ძლივს მოვირგე. მაგრამ ვინაიდან ეს ბატონ ვახოს კონკურსია, მას უნდა დავეხმარო. როგორც და რასაც იტყვის, ისე იქნება. გუშინ ვეუბობდი, რომ უკვე ძალიან გავთავხედდით, რომ მიკი რურკი თქვენ უნდა იყოთ, მე - კიმ ბესინჯერი-მეთქი. მითხრა, თუ ალენ დელონი ვიყავი, ვითომ რა მოხდა, მიკი რურკი რომ ვიყოო?

- წინა ტურზე, ვახტანგ რჩეულიშვილმა შენი სამოსის დიზაინერობაც იტვირთა...

- ჰო, ახლა იმაზე ვხუმრობთ, რომ ჩემი დიზაინერია. წინა ტურზე "სამბას" ენერგიული ვერსია უნდა წარმოგვედგინა, მაგრამ მერე სხვა ვარიანტით შეიცვალა... რადგან კარნავალია, მოდი, ბოლომდე გავერთოთ და ბრაზილიური კოსტიუმების ნიმუშები მოიტანა და მითხრა, - ეს ჩაიცვიო. მე ჭკუა დამიშლიდა თუ რა? იდეაში, როგორც ბრაზილიურ კარნავალზე, ისე უნდა გამოვწყობილიყავი. ოღონდ, კოსტიუმი ცოტა ქართული რეალობის გათვალისწინებით, ''დავხურეთ'' (მოგეხსენებათ, იქ სულ ღია კოსტიუმები აცვიათ, შიშვლები არიან), რომ არავის მოვეკალი...

- ახლა როგორი კოსტიუმები გექნებათ?

- ახლა ჩაცმულ-დახურული გამოვდივარ. სცენა ასეთია: კიმ ბესინჯერს კარი ჩაეკეტა და მიკი რურკი არ უშვებს. ოღონდაც, შემომიშვი და თუ გინდა, გავიხდიო. აცვია პიჯაკი, ქვედაბოლო და გახდას ხელთათმანებიდან იწყებს. გახდილ სამოსს კი მიკის აყრის და ბოლოს სარჩულით რჩება... სიმღერას ჰქვია, "შეგიძლია, დაიტოვო მხოლოდ ქუდი". კინოში კიმ ბესინჯერი შიშვლდება, კლიპში - არა. ჩვენ კლიპის ვარიანტი ავარჩიეთ (პიჯაკს და ქვედაბოლოს იხდის და თეთრ სარჩულში რჩება).

მოკლედ, ვეუბნები, ჩემი დიზაინერი ხართ-მეთქი და აწი თუ კოსტიუმის ესკიზს არ დამიხატავთ, კონცერტზე არ გამოვალ-მეთქი. ახლაც რაღაც ვარიანტები მოიტანა... ისე სერიოზულად უდგება ამ ყველაფერს, რომ გაოცებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერებიც გვყავს და რეჟისორებიც, სახლში ზის და ფიქრობს, რა უნდა ჩავიცვათ. სხვათა შორის, რეჟისურაშიც სწორი მიმართულებით მიდის ხოლმე. როდესაც ადამიანი განათლებულია, მისთვის ყველაფერი ადვილია. ასე რომ, არ არის რთული ბატონ ვახოსთან მუშაობა.

- როდესაც მას ჟიური აკრიტიკებს, რას ფიქრობ?

- ფანტასტიკური ჟიურია: ზედმეტად მკაცრად მოითხოვენ, იდეაში სწორს კი ამბობენ, მაგრამ კონკურსანტებს გული სტკივათ, შრომობენ და დასანანია ხოლმე ის შრომა, იმ შეფასებების შემდეგ... თეონა რასაც ამბობს, იმხელა იუმორი აქვს, რომ მეცინება მის ნათქვამზე. ზურა კი მართლა მკაცრია (სიცილით ამბობს).

- ასეთ კოლორიტულ წყვილს რა შანსები გაქვთ?

- არა მგონია, ვერ გავიმარჯვებთ, შანსი არ გვაქვს. ახალი სასაცილო ნომერი გვაქვს. მორიგი ტური ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრები იქნება. იმას "გაქაჩავს". მოკლედ, მთავარია, რომ კიდევ რამდენიმე ტურში დავრჩეთ...

ისე, ბევრი მირეკავს და მეუბნება, რომ სახალისო წყვილი ხართო. ხალხი ბატონ ვახოს ესემესებს უგზავნის... გამარჯვებასთან ახლოს რამდენიმე ადამიანია: ლევან ჯავახიშვილი, მიშა ხუჯაძე, მიშკა ბაღათურია და ირინა ონაშვილი. მეტ-ნაკლებად აი, ასეთია სია... ფანტასტიკური ხალხი შეიკრიბა, ძალიან გვსიამოვნებს ურთიერთობა და რეპეტიციის მიღმაც ხშირად ვკონტაქტობთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

-

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება