მერაბ მეტრეველი MAP-ის მიღებიდან ნატოში გაწევრიანებამდე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე

მერაბ მეტრეველი MAP-ის მიღებიდან ნატოში გაწევრიანებამდე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე

ტელე-რადიო წამყვანი მერაბ მეტრეველი ნატო-ში MAP-ის გარეშე შესვლის იდეით გამოდის.

"იქნებ, ეს MAP-ი სერთოდ არ გვინდა? იქნებ, ჯობია MAP-ის აგრეშე მიგვიღონ ნატოში, რადგან ახლა ჩვენთვის MAP-ის მოცემა იქნება პირდაპირი სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატო მისი საზღვრებისკენ ფართოვდება და რუსეთი MAP-ის მოცემიდან ნატოში გაწევრიანებამდე პერიოდს ჯოჯოხეთად გვიქცევს, ჯავახეთს აგვიფეთქებს და ათას უბედურებას დაგვმართებს, ხოლო MAP-ი ჩვენს დაცვას არავის ავალდებულებს. ამიტომ იქნებ ჯობია, ახლა რუსეთი დაამშვიდონ ობამას მსგავსი განცხადებით და როცა დრო დადგება ყოვლეგვარი MAP-ების გარეშე მიგვიღონ?", - წერს მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

შეაგხსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ

ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამას ამ განცხადებას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

იხილეთ: "განწირულები ვართ რუსეთთან ომისთვის" - ქართველების მწვავე და აგრესიული გზავნილები ბარაქ ობამას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს