რა პრობლემებს ეჯახება ცხოვრებაში, თავისი გმირის მსგავსად, გიორგი ბოჭორიშვილი

რა პრობლემებს ეჯახება ცხოვრებაში, თავისი გმირის მსგავსად, გიორგი ბოჭორიშვილი

მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილსა და ეკა დემეტრაძეს ხუთი წლის შვილი თომა ჰყავთ. ერთად სერიალში ხშირად უთამაშიათ, მაგრამ მეუღლეები არასდროს ყოფილან. ცოტა ხნის წინ ''ტვ 11''-ზე გავიდა სერიალი, რომელშიც გიორგის ცოლი და რამდენიმე საყვარელი ჰყავს. ერთ-ერთი საყვარელი კი რეალურ ცხოვრებაში მისი მეუღლე ეკა დემეტრაძეა. გიორგის ხშირად მექალთანე კაცის როლები აქვს. თუმცა, როგორც ამბობს, ამის გამო მეუღლესთან პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

- გიორგი, სერიალში ''ქალები'', შენ და შენი მეუღლე ეკა დემეტრაძე საყვარლებს თამაშობთ. რატომ გაუჩნდათ იდეა, რომ რეალურ ცხოვრებაში მეუღლეებს საყვარლების როლი გეთამაშათ?

- ვერ გეტყვით. სერიალი შარშან არის გადაღებული. ''გოგონა გარეუბნიდან მედიარში'' მე და ჩემი მეუღლე ბოლო ორი სეზონი ვთამაშობდით. ალბათ მაშინ გაუჩნდათ ჩვენი ერთად გადაღების იდეა.

- რთული იყო, რეალურად მეუღლეებმა საყვარლები რომ ითამაშეთ?

- რთული არ იყო. ამ სერიალში მე და ეკას კოცნის სცენა გვქონდა და უფრო თავისუფლად ვიყავით. ამ შემთხვევაში, როცა შენს ცოლს კოცნი, უფრო თავისუფლად ხარ, ნდობის მომენტია და ზედმეტი სანერვიულო აღარ გაქვს, რომ პარტნიორმა უხერხულად არ იგრძნოს თავი.

- ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გაგირბის თვალი სხვა გოგონებისკენ.

- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ფსევდომეოჯახის როლი მაქვს. ბევრგან გამირბის თვალი, მარტო ქალებისკენ კი არა, სასმლისკენაც. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი. ხანდახან სერიალზე კომენტარებს რომ ვკითხულობ, მიკვირს, ძალიან ბევრს საერთოდ არ აქვს განცდა, რომ ამ როლებს მსახიობები მხოლოდ თამაშობენ. ალბათ, სერიალის მსახიობების ხვედრი ასეთია. ჩემზე თავიდან ამ კომენტარებმა იმოქმედა. არ მომეწონა, რომ წერდნენ, ზაზა არ უყვართო. მერე მივხვდი, რომ კომენტარები არ ღირს ნერვიულობად. თუ მაყურებელში ემოციას იწვევ, ეს გარკვეულწილად კარგია. ჩვენი, მსახიობების მიზანიც ესაა.

- შენს გმირს ანკა მოეწონა. როგორ გინდა, რომ შენი გმირის ბედი გაგრძელდეს?

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ სეზონში სერიალში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ცხოვრებაში. რეალურად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ცხოვრება საკმაოდ დრამატულია.

- ზაზას მეუღლეში რა არ მოგწონს?

- მე მგონია, რომ მის მეუღლეში კი არა, პრობლემა თვითონ ზაზაშია. ზაზასნაირი საქართველოში ბევრია. მას ზუსტად ისეთი ცოლი ჰყავს, როგორიც უნდოდა და ისე ცხოვრობს, როგორც სურს ცხოვრება. ეს მგონი, არასწორი აღზრდისა და ცუდ გარემოში ჩამოყალიბებული ადამიანის ცნობიერებაა. მისთვის ღალატიც არაფერს ნიშნავს. რატომღაც ცოლის ღალატი ღალატად არ მიაჩნია. ისეთ შეუმდგარ ქვეყნებში, როგორიც მეტ-ნაკლებად ჩვენი ქვეყანაა, როცა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოდ, ალბათ, კაცებს ახასიათებთ ღალატი. ზაზა ინფანტილურია, ნერვიულიც, დალევა და ჩხუბი უყვარს. ჩემი აზრით, ზაზა არასერიოზული კაცია.

- ზაზა რომ ასეთი ინფანტილურია, ეს ქვეყნის ბრალიაო, აღნიშნე და საკუთარ თავზე რას გვეტყოდი?

- რა თქმა უნდა, იმავე პრობლემებთან მეც მიწევს შეჯახება და ეს პრობლემები ჩემს ცხოვრებაში ბლომადაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილსა და ეკა დემეტრაძეს ხუთი წლის შვილი თომა ჰყავთ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება