უკრაინელი ბიზნესმენი და უფრაქციო დეპუტატი პეტრო პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ვინიცას მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელსაც ღირსეული შეიარაღებული ძალები ეყოლება, ვინც შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას. უნდა შევქმნათ ისეთი საინვესტიციო კლიმატი, რომ მოვიდნენ ადამიანები, ვისაც შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გადასახადების გადახდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უკვე განაცხადეს ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ და პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ.