ანდერს ფოგ რასმუსენს იენს სტოლტენბერგი შეცვლის

ანდერს ფოგ რასმუსენს იენს სტოლტენბერგი შეცვლის

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ანდერს ფოგ რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"როიტერის" ცნობით, იენს სტოლტენბერგის კანდიდატურა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზე დაადასტურეს.

ამასთან, იენს სტოლტენბერგი დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან შეცვლის.

როგორც "როიტერის" სტატიაშია აღნიშნული, იენს სტოლტენბერგს იმ დროს უწევს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავება, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

"უკრაინის კრიზისი გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო. კოლექტიური თავდაცვის იდეა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის გათვალისწინებით, თუ როგორც იყენებს რუსეთი შეიარაღებულ ძალებს ევროპაში საზღვრების შესაცვლელად. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ იმას, რაც მან ჩაიდინა, საფასური აქვს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

55 წლის იენს სტოლტენბერგი სამჯერ - 2000-2011 და 2005-2013 წლებში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, "როიტერის" ცნობით, 2011 წელს, როდესაც ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა, ნორვეგიის პრემიერი სწორედ იენს სტოლტენბერგი გახლდათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა