თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს

თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს

კარგა ხნის განმავლობაში "კომედი ჯგუფში" თამუნა ლეკვეიშვილი ერთადერთი ქალბატონი იყო, შემდეგ მას სხვებიც დაემატნენ, ახალმიღებულ გოგონებს კი ბიჭები თამუნას აბარებდნენ. დღეს თამუნა ლეკვეიშვილი "კომედი შოუს" გარდა "ვანოს შოუშიც" მუშაობს და მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება მის პირადს, მეუღლე - გიგი ოქროპირიძე, მუსიკოსია, სხვადასხვა ორკესტრში უკრავდა, ახლა კი საკუთარ ბარს ხელმძღვანელობს. წყვილს სამი შვილი - ნინი, ნიკოლოზი და ელენე ჰყავთ, პატარა ელენე…ქვეყანას რამდენიმე თვის წინ მოევლინა.

- გასულ კვირას "კომედი ჯგუფის" ფილმის "მისტერ ძიძას" სატელევიზიო პრემიერა გაიმართა, რომელმაც, როგორც ვიცი, ოცნების ასრულების საშუალება მოგცა, ფილმისთვის მუსიკის შექმნას ვგულისხმობ.

- ფილმში მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა არ ჟღერს, გამოვიყენე ცნობილი სიმღერები, კლასიკური ნაწარმოებები, თუმცა საუნდტრეკი მე დავწერე და ლევან მასპინძელაშვილმა შეასრულა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მუსიკალურ მხარეზე ვიზრუნე, შევფუთე ამ მხრივ. მართლაც ჩემი ოცნება იყო, შემექმნა მუსიკა ფილმისთვის, მოხარული ვიქნებოდი, რომ თავიდან ბოლომდე მე დამეწერა მუსიკა "მისტერ ძიძასთვის", მაგრამ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო, თუნდაც ფინან"სური და ტექნიკური საკითხების გამო.

- საუნდტრეკი ფილმის პრემიერამდე გამოჩნდა ინტერნეტში?

- კი, ასე იყო. კლიპი გავაკეთეთ, რომელიც ფილმის კადრებითა და ლევანის სტუდიური ჩანაწერით აეწყო და პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში განვათავსეთ.

- რაც შეეხება ფილმში მონაწილეობას?

- ფრაგმენტული როლი ვითამაშე, ჩემს შვილებთან ერთად ვიდექი ძიძობის მსურველთა რიგში, ცოტა უცნაური პერსონაჟი ვიყავი, ეს იყო და ეს.

- თან, როგორც ვიცი, ფილმზე მუშაობის პროცესში ორსულად იყავი.

- კი, 23 ნოემბერს დავასრულე მუშაობა და 25-ში დაიბადა ელენე.

- რადგან თავისთავად მივედით ელენემდე, მოდი გვითხარი, როგორი გოგოა?

- მესამე შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, საფიქრალი, სანერ"ვიულო და იმავდროულად ძალიან დიდი სიხარულია. მას შემდეგ, რაც სამი შვილის დედა გავხდი, თვითშეფასების შეგრძნება და უნარი მაქვს ამაღლებული. რაც შეეხება ელენეს, ნინისა და ნიკოლოზისგან განსხვავებულია, იმათ ღამე კარგად ეძინათ, ჭამისთვისაც კი არ იღვიძებდნენ, მესამე შვილი წინა ორთან შედარებით ამ მხრივ ცოტა პრეტენზიული აღმოჩნდა, თორემ ესეც კარგი გოგოა.

- ღამეგატეხილს მეორე დღეს მუშაობა არ გიჭირს?

- დედა მეხმარება ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ ღამის ცვლაში ის მუშაობს, დღის ცვლაში კი ძიძა, ასე რომ, მათი დახმარების წყალობით, არ მიჭირს მუშაობა.

- ნინი და ნიკოლოზი როგორ შეხვდნენ დაიკოს, ხომ არ იეჭვიანეს?

- ნიკოლოზი 2-წლინახევრისაა და სიმართლე გითხრა, ელენეს ჯერჯერობით კონკურენტად ვერ აღიქვამს, ნინი კი ზოგადად არ არის ეგოისტი, ორივე გრძნობს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ, ამიტომ არ ეჭვიანობენ, პირიქით. ეფერებიან და ძალიან თბილად ეპყრობიან ბავშვს, აგრესიას არ გამოხატავენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება