მაისურები მერსი სულხანიშვილის ძუძუების გამოსახულებით

მაისურები მერსი სულხანიშვილის ძუძუების გამოსახულებით

მოდის ბლოგერმა მერსი სულხანიშვილმა საზოგადოებას თავი საკუთარი მკერდით გააცნო. მაია ასათიანის "პროფილში" რამდენიმე კვირის წინ გამჭირვალე სამოსით გამოჩენამ, მას პოპულარობა მოუტანა. სულ მალე გაყიდვაში გამოვა მაისურები, რომელზეც მერსის ძუძუები იქნება დაპრინტული, თუმცა, რა ფასად გაიყიდება, ამას ბლოგერი არ ამბობს.

- მერსი, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

- ფოტოგრაფ შოთიკო ბოჭორიშვლთან ერთად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მან ექსკლუზიურად საკუთარ მაისურზე დაპრინტა ჩემი ძუძუები, ინტერნეტსივრცეში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადავწყვიტეთ ბევრი ასეთი მაისურის გამოშვება და გაყიდვა. ისინი არ იქნება მასობრივი, მხოლოდ ლიმიტირებული იქნება ჩემი ძუძუების პრინტიანი მაისურები.

- როგორ ფიქრობ, შენი ძუძუები რომ იქნება დაპრინტული, ბევრი მყიდველი გამოუჩნდება ასეთ მაისურებს?

- შესაძლოა. მაისურების მსურველებს შეუძლიათ ინსტაგრამის მეშვეობით მოგვცენ შეკვეთა და დავუმზადებთ მისთვის სასურველ მაისურს.

- პროფილში შიშველი ძუძუებით გამოსვლა, მარკეტინგული გათვლა ხომ არ იყო მაისურების ბიზნესისთვის?

- არა, მაშინ ეს იდეა არც მქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება