მარკუს მეტრეველი: "ჩემი რჩეული საკმაოდ ცნობილია"

მარკუს მეტრეველი: "ჩემი რჩეული საკმაოდ ცნობილია"

მარკუს მეტრეველს 28 მარტს 28 წელი შეუსრულდა. მომღერალს იუბილეზე ერთ-ერთ კლუბში შევხვდი, რომელიც საღამოზე მარტო მოვიდა.

- მარკუს, რატომ გადაწყვიტე, რომ შენს ოქროს იუბილეს კლუბში შეხვედროდი?

- ჩემს დაბადების დღეს შევხვდი ჩემს ოჯახში, მერე ვიყავი ჩემს სამეგობრო წრეში, ვიყავი საქმიან შეხვედრაზე და ბოლოს მოვედი კლუბში. ჩემი უახლოესი მეგობრის თხოვნით. ის კლუბის მენეჯერია და მთხოვა მის გვერდით ვყოფილიყავი. როცა ჩემს მეგობარს სჭირდება ჩემი გვერდზე დგომა, მის გვერდით ვარ.

- დღეს ყველაზე მაგარი რა საჩუქარი მიიღე?

- საჩუქრებით ყოველთვის განებივრებული ვარ. მივიღე სუნამოები, ტანსაცმელი, სათვალეები, ქუდები, სამაჯური. ყველაფერი ის, რასაც მე ყოველდღიურად ვხმარობ.

- როგორც ვიცი, გყავს საყვარელი ადამიანი. რატომ არაა დღეს შენს გვერდით?

- როცა საყვარელ ადამიანზე მეკითხებიან, ვცდილობ, რომ ჩაკეტილი ვიყო და ბევრი არ ველაპარაკო. ის ამ შემთხვევაში დაცულია საზოგადოებისგან. ამიტომაც არაა დღეს ჩემს გვერდით.

- ანუ შენი რჩეული ცნობილი ადამიანია?

- საკმაოდ ცნობილია.

- საკუთარ დაბადების დღეზე ფხიზელი ხარ?

- ყოველთვის ვცდილობ, ფხიზელი ვიყო. ეს ცხოვრება იმდენად ლამაზია, იმდენად პატარა და ლიმიტირებულია, მინდა, მას სულ ფხიზელი თვალით ვუყურო. მათ შორის საკუთარ დაბადების დღეზეც.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება