სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ

სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ

"მე და ლევანს რთული დღე გვაქვს. კინოტური გველის და ვასრულებთ ცნობილი ფილმიდან საოცარი სირთულის კომპოზიციას", - ამბობს კონკურს "ორი ვარსკვლავის" მონაწილე ნინი წიკლაური, რომელიც პარტნიორობას ტელეჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს უწევს. ეს საკმაოდ ძლიერი წყვილია.

ნინი წიკლაური:

- რთული, სანახაობრივად ეფექტური ნომერი მოვამზადეთ. თუ რა, ამას სურპრიზად დავტოვებ. მაყურებელს, მსმენელს ვურჩევ, ჩვენგან მართლა სურპრიზის სანახავად შეემზადოს. კინოტურია და მონაწილეები აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში ვიქნებით. კინოგმირებს ვასახიერებთ, მუსიკალურ ნომრებს ფილმებიდან ვმღერით. რთულ სიმღერას შევეჭიდეთ. აქვე ვიტყვი, რომ ლევანი საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, სულ ვცდილობთ, რომ მარტივი სიმღერისთვის არ გავიმეტოთ, ცოდოა...

- მაინც არ მეტყვი, რა ფილმია?

- ვერ ვიტყვი. ვიტყვი იმას, რომ ის ერთად შევარჩიეთ და ყველას აზრი და გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენი ყველა გამოსვლა მასშტაბური, ემოციური და ამავე დროს ეფექტურია. ამჯერადაც მაგ ხაზს ვაგრძელებთ. გვინდა, ენერგიული ნომერი წარმოვადგინოთ, ისეთი, მაყურებელი რომ შეხედავს და გააჟრიალებს.

- მოკლედ, ლევანმა გაგიმართლა...

- არ ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა, რომ ჟურნალისტი ასე მღეროდა. პირველ რეპეტიციაზე პირი რომ გააღო, თვალები ვჭყიტე... ახლა გვინდა, რომ ყოველი ორშაბათი იყოს დღესასწაული. მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი ნამღერით. დღეს, ვიმეორებ, უფრო სპექტაკლივით ნამუშევარი გვექნება.

- როგორი განწყობა აქვს ლევანს?

- ადამინი 8-საათიან "ქრონიკაში" პირდაპირ ეთრში ზის, მერე ათის წუთებზე შოუზე მოდის და ისევ პირდაპირ ეთერში გასასვლელად ემზადება. უბრალოდ დასაფასებელია მისი შრომა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება