იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. "უნიანის" ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კომისიის 14-მა წევრმა დაუჭირა.

ტიმოშენკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ააშენოს ახალი ევროპული სახელმწიფო და უკრაინაში სამართლიანობა დაამყაროს, რასაც, მისი თქმით, რამდენიმე ათეული წელია უკრაინელი ხალხი ელოდება.

უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. ვიტალი კლიჩკომ იულია ტიმოშენკოს მოუწოდა, კენჭი არ იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, რადგან მოსახლეობის გაცილებით დიდი მხარდაჭერით პეტრე პოროშენკო სარგებლოს და მოუწოდებს, რომ მის მსგავსად, ტიმოშენკომაც პოროშენკოს დაუჭიროს მხარი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უკრაინის ცესკომ პეტრე პოროშენკოს კანდიდატურაც დღეს დაარეგისტრირა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა