იტალია რუსულ გაზზე უარს აცხადებს

იტალია რუსულ გაზზე უარს აცხადებს

იტალია რუსულ გაზზე უარს აცხადებს. ქვეყნის გაზისა და ნავთობის კომპანია "ENI"-ს ხელმძღვანელის პაოლო სკარონის განცხადებით, იტალია გაზით უზრუნველყოფას 2014-15 წლებში უკრაინის ტერიტორიიდან მოწოდებული რუსული გაზის გარეშეც მოახერხებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"ჩვენ ვწუხვართ მომავალი ზამთრის გამო, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის გავლით არ იქნება გაზი მოწოდებული, ჩვენ მაინც გავართმევთ თავს", - აღნიშნა სკარონიმ.

იტალია, რომელიც მოხმარებული გაზის 90 პროცენტის იმპორტს ახორციელებს, გაზს ძირითადად, რუსეთიდან, ლიბიიდან, ალჟირიდან და ნიდერლანდებიდან იღებს. "გაზპრომის" მონაცემებით, 2013 წელს იტალიამ რუსეთისგან გაზის შესყიდვა თითქმის გააორმაგა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა