გამოკითხული რუსების 74 % უკრაინასთან ომს მხარს დაუჭერდა

გამოკითხული რუსების 74 % უკრაინასთან ომს მხარს დაუჭერდა

რუსეთის მოსახლეობის 74 პროცენტი ალბათობის დონეზე უკრაინასთან რუსეთის ომს მხარს დაუჭერდა. "როიტერის" ინფორმაციით, ამას მოწმობს "ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც 21-24 მარტს ჩატარდა, რომლის დროსაც 1603 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის თანახმად, გადაწყვეტილად რუსეთის საომარ ქმედებებს უკრაინასთან 36 პროცენტი ემხრობა. გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომი მოსალოდნელია, 53 პროცენტის აზრით კი, ომი ნაკლებად სავარაუდოა. 13 პროცენტი საერთოდაც გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას. გამოკითხული რუსების 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება უკრაინის ახალ ხელისუფლებას უკავშირდება.

"ლევადა ცენტრის" დირექტორის ლევ გუდკოვის აზრით, მარტში ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა 72 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც იანვარში ეს მაჩვენებელი 65 პროცენტი იყო. მისი აზრით, პუტინის რეიტინგის ამ დონეზე შენარჩუნება "სპეციალური ძალისხმევის გარეშე" გაძნელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა