ანდერს ფოგ რასმუსენი - ყირიმის ანექსიის გამო, ნატო რუსეთთან ძველებურად ვერ ითანამშრომლებს

ანდერს ფოგ რასმუსენი - ყირიმის ანექსიის გამო, ნატო რუსეთთან ძველებურად ვერ ითანამშრომლებს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ნატო ვერ ითანამშრომლებს რუსეთთან ისე, როგორც ეს მანამდე იყო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში განაცხადა.

"რუსეთის ქმედებები მიუღებელია. რუსეთმა თავისი ქმედებებით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომელზეც ნატო-რუსეთის პარტნიორობაა დაფუძნებული. ასე რომ, ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას, როგორც ადრე", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი სამხილები, რომ რუსეთს უკან გაჰყავს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან განთავსებული სამხედროები.

"სამწუხაროდ, მე ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს უკან გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს მასიური სამხედრო მობილიზება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ვითარების დეესაკალაციას, რომლის ხილვაც ჩვენ ყველას გვსურს", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ბრიუსელში, 1-2 აპრილს, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა