10 რამ, რაც ლეონარდო დიკაპრიოზე არ იცოდით

10 რამ, რაც ლეონარდო დიკაპრიოზე არ იცოდით

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო ნიჭიერი მსახიობი, ქალების გულთამპყრობელი და ერთ-ერთი სასურველი სასიძოა. მისი ყველა საყვარელი ცნობილი სუპერმოდელი, ან დამწყები მოდელია. გთავაზობთ 10 მოვლენას მსახიობის ცხოვრებიდან, რომელიც შესაძლოა, მისმა ყველაზე ერთგულმა გულშემატკივარმაც კი არ იცოდეს.

1. აუქციონზე რუსმა მილიონერმა ლეონარდოსთან ერთად კოსმოსში მოგზაურობისთვის 1.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

2. ლეონარდო ყავის საკუთარ კომპანიას ფლობს.

3.

2005 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე ქალმა მას სახეში ღვინის ჭიქა ჩაარტყა. ქალი 2 წლით დააპატიმრეს.

4. ტობი მაგუაიერმა და ლეონარდომ იმდენად ცუდი ფილმი გადაიღეს, რომ ერთად შეიძინეს ლიცენზია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფილმი DVD-სა თუ კინოთეატრებში არასდროს გამოჩნდება.

5. "ტიტანიკში" კადრში, როდესაც ლეონარდო კეიტ უინსლეტის გმირის, როუზის შიშველ სხეულს ხატავს, სინამდვილეში ლეონარდოს ხელების ნაცვლად ფილმის რეჟისორის, ჯეიმს კემერონის ხელები ჩანს.

6. პარაშუტით ხტომისას აკრობატული მანევრების შესრულებისას მსახიობის პარაშუტი არ გაიხსნა - ვარსკვლავი სიკვდილს ინსტრუქტორმა გადაარჩინა.

7. 2013 წელს ნეპალში ვეფხვების გადასარჩენად 3 მილიონი დოლარი გადარიცხა.

8. გერმანულად თავისუფლად საუბრობს.

9. ლეონარდოს პირველ აგენტს სურდა, რომ შეეცვალა მისი სახელი და გვარი. აგენტის სურვილი იყო ლეონარდო ლენი უილიამსი ყოფილიყო.

10. ლეონარდოს ვილჰელმს ეძახიან.

მომზადებულია buzzfeed.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება