2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმით დაავადებულთა დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ დღეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ვერ ხვდებიან, რატომ იქცევა მათი შვილი უცნაურად.

ქალბატონი ბაია დავითაია რვა წელია შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. როდესაც მეორე შვილს, ლუკას, აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, პირველი რეაქცია იყო შოკი, შემდეგ კი ეძებდა ქვეყანას, სადაც მისი შვილი უკეთ იგრძნობდა თავს და ასეთი ამერიკა აღმოჩნდა.

- როდესაც ჩემს მეორე შვილს აუტიზმი დაუდგინეს, სამკურნალოდ პირველად ლონდონში წავედით, შემდეგ - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვეძებდი ქვეყანას, სადაც მკურნალობას შევძლებდით. მანამდე ინფორმირებული არ ვიყავი, რომ არსებობდა აუტიზმის ფორმა, რომელიც გვიან ვლინდება და არა დაბადებიდან. არც ერთი დედა არ არის დაცული იმისგან, რომ აუტიზმის სიმპტომები ბავშვის უცნაურ ქცევად არ მოეჩვენოს. სამი წლისა შეიძლება, ბავშვი ვეღარ ლაპარაკობდეს, ნორმალურად არ მოძრაობდეს, რადგან ამ პერიოდში დაავადება მკვეთრად ვლინდება. ორი წლის ასაკში ყველა დედამ უნდა წაიყვანოს შვილი ბავშვთა ფსიქოლოგთან, თუკი რაიმე უცნაურობას შეამჩნევს.

- თქვენ რომ გაიგეთ, ლუკა რამდენი წლის იყო?

- ორი წლისამ ლაპარაკი შეწყვიტა, მაგრამ იმ დროს საქართველოში მიზეზს ვერ მიხვდნენ. დაავადებას კარგად არ იცნობდნენ. ახლა უკეთ არიან გარკვეულები. დამამშვიდეს და მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. ამიხსნეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვს რაიმე სტრესის ფონზე შეეწყვიტა ლაპარაკი. ამ ლოდინში კი დავაგვიანეთ. შემდეგ ბერლინში წავედით. ბავშვი ხელებს ამოძრავებდა, ყვიროდა, აღარ ლაპარაკობდა, ვერ ჩერდებოდა, არ თამაშობდა სათამაშოებით, თითით არ გვაჩვენებდა, რაც უნდოდა, ცუდად ეძინა, ერთსა და იმავე რეკლამებს უყურებდა. როგორც კი ექიმთან შევედით, მიხვდა, რომ აუტიზმი სჭირდა. ჩვენთვის ეს იყო შოკის მომგვრელი, მანამდეც მქონდა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში საგანგაშო სტატისტიკაა, 54 ბიჭიდან ერთი აუტიზმის დიაგნოზით იბადება ან შემდეგ იძენს. ბიჭი ოთხჯერ უფრო მეტია ამ დიაგნოზით, ვიდრე გოგონა. ადრე ოცი ათასიდან ერთი ბავშვი იყო აუტიზმით დაავადებული.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება