რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

 რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ დააპირებდა, უეჭველად დავარქმევდი ამ ფაქტს ისტორიულ შეცდომას, რასაც რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვებოდა, - ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ნაბიჯს ექნებოდა შორსმიმავალი შედეგი რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის ურთიერთობაში. "ეს იქნებოდა შეცდომა, რასაც მოჰყვებოდა სტრატეგიული შედეგი", - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენმდივნის თქმით, რუსეთის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ისწრაფვის გააძლიეროს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. "ვფიქრობ, უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა რუსეთის მისწრაფებაზე მიუთითებს, გააძლიეროს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ვარიანტი არ განიხილება. "დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებელია დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტილების პოვნა", - განაცხადა რასმუსენმა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ამგვარად მოხდეს დეესკალაცია. "ამის გაკეთება აუცილებელია, თუ რუსეთს უკრაინიასთან არსებული პრობლემის მოგვარება სურს", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა