მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

მუსიკალური ბიზნეს კომპანია VELVET MUSI -ის 10 წლის იუბილე საქართველოში აღინიშნა. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ლიანა მელაძეა. წევრებს შორის კი, ბევრ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, ვერა ბრეჟნევა და ძმები მელაძეებიც არიან.

ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც რუსული ესტრადის ვარსკვლავების საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა, ზაზა შენგელია იყო. Ambebi.ge მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

ზაზა შენგელია, "ბრავო რექორდის" პრეზიდენტი:

- "VELVET MUSIC-ს ჰქონდა კორპორატიული საღამო და აქ, თბილისში გადაიხადეს. ჩვენ დაგვპატიჟეს, როგორც პარტნიორები. სტუმრებს შორის იყო ვერა ბრეჟნევაც, რაც შეეხება ვალერი მელაძეს, ის უშუალოდ ამ ღონისძიებას არ დასწრებია", - ამბობს ზაზა შენგელია.

რაც შეეხება ვერა ბრეჟნევას, ის სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" არხზე თბილისში, მშვიდობის ხიდზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. ფოტოს კი თან შემდეგ მინაწერს ურთავს: I'm in love here...

ვერა ბრეჟნევას მსგავსად, საქართველოში ყოფნის გამო სიხარული არ დაუმალავს კიდევ ერთ რუს სექსსიმბოლოს, ანა სემენოვიჩს, რომელიც ასევე აქვეყნებს ფოტოებს. (იხილეთ: რუსი სექსსიმბოლო, რომელიც "პოტენციას ამაღლებს", თბილისში იმყოფებოდა (VIDEO+17 PHOTO)

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ვია გრას" სექსსიმბოლო, რომელიც მუსიკალურ სფეროში ამჟამად სოლო კარიერას ეწევა, რუსეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობის მუსიკოსსა და პროდიუსერს, კონსტრანტინე მელაძეს ხვდება. წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ კი ერთ-ერთ ინტერვიუში მელაძის ყოფილმა ცოლმა გულახდილად ისაუბრა.

ნათია გედენიძე, სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

იხილეთ სტატია: "ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება