მონიკა ბელუჩის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ მსახიობს ხელი რუსმა მილიარდერმა სთხოვა. გამოცემების ცნობით, მონიკა ბელუჩის ხელი ბიზნესმენმა მიხეილ პროხოროვმა თხოვა. როგორც ამბობენ, პროხოროვი სამომავლოდ, ბელუჩის შეპირდა, რომ პირველი ლედი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კასელთან განშორების შემდეგ პროხოროვი ბელუჩის ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს. ამასთან, ბელუჩიც არ ამბობს უარს მათ მიღებაზე. საჩუქრებს შორისაა Gout de Diamants-ის შამპანური, რომლის ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს.
თუმცა, ეს ამბავი ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ინფორმაცია რუსულ საიტებზე აპრილის დასაწყისში გავრცელდა, შესაძლებელია სულაც ტაბლოიდური გამოცემების ფანტაზიის ნაყოფი იყოს.