რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა

რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა

რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა. "როიტერის" ცნობით, უკრაინისთვის ათასი კბმ გაზი 485 დოლარი ეღირება, რაც საექსპორტო ბაჟს უკავშირდება.

"მომავალში უკრაინელ მომხმარებლებთან ურთიერთობაში უნდა იხელმძღვანელოთ საყოველთაოდ დადგენილი საბაჟო გადასახადებით გაზის გატანაზე", - განუცხადა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს.

თავის მხრივ მილერმა აღნიშნა, რომ ბაჟის შემოღების შედეგად, უკრაინის "ნაფტოგაზისთვის" ბუნებრივი აირის საფასური ათას კბმ-ზე 485 დოლარამდე გაიზრდება. მისივე თქმით, "ნაფტოგაზის" დავალიანება "გაზპრომისადმი" 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზპრომმა 1-ელ აპრილს განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაზის საფასური 2014 წლის მეორე კვარტალში გაიზრდებოდა და ათას კბმ-ზე 385,5 დოლარს შეადგენდა, რაც პირველ კვარტალში 268,5 დოლარი იყო.

აქამდე უკრაინისთვის ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა