რატომ მოხვდა ციხეში ლევან სუხიტაშვილი

რატომ მოხვდა ციხეში ლევან სუხიტაშვილი

ლევან სუხიტაშვილი საზოგადოებამ სტუდია "მაესტროს" რეალური შოუ "ამტანებიდან" გაიცნო. ლევანი პროფესიით მსახიობია, თუმცა, როგორც ყველა მის ოჯახში, თავადაც მღერის.

ახლახან სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა, სადაც თინა მახარაძის გმირის ყოფილი მეუღლის ძმაკაცს თამაშობს.

იყო დრო, როცა გინეკოლოგობა უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავში ექიმი ვერ გააღვიძა და გეზი თეატრალურისკენ აიღო.

პროფესია ქალივითაა, გაიცნობ და აღარ მოგწონსო, გვითხრა მსახიობმა. რატომ ჰყავს სამი ცოლი ლევან სუხიტაშვილს და როგორი კლასიფიკაციით ყოფს ქალებს, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ლევან, საზოგადოებამ "ამტანებიდან" გაგიცნო. დღეს როგორ გახსენდება ის პერიოდი?

- ძალიან კარგად. მოგონება ყოველთვის სასიამოვნოა და მით უფრო, კარგი მოგონება. ბოლოს და ბოლოს, ამ პროექტში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

- შენ და მაკას ორი ბიჭი გყავთ. გოგონაზე არ ფიქრობთ?

- მე მყავს გოგო. მაკასაც უნდა ალბათ.

- ჯერ კიდევ მაშინ, "ამტანებში" ყოფნისას, შენი შვილის დედა, მაია ჯანყარაშვილი, ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. რა ურთიერთობა გქონდა პირველი შვილის დედასთან?

- ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

- შვილთან თუ გაქვს ურთიერთობა, რა სიხშირით ნახულობთ ერთმანეთს?

- რა თქმა უნდა, როცა დრო მაქვს, ვაკითხავ და მომყავს. მარიამი ახლა 11 წლისაა.

- კარგი, მაკას დავუბრუნდეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი "ამტანის" მაყურებლის თვალწინ დაიწყო და განვითარდა. იმ პერიოდში არაერთი თინეიჯერი გოგონას კერპი იყავი. როგორ გაუძლო მაკამ ამ შემოტევებს. ეჭვიანობის სცენები არ ყოფილა?

- იყო ალბათ, მაგრამ მე ვივაჟკაცე, დავუმტკიცე, რომ ერთგული ვიყავი. 7 წელია ცოლ-ქმარი ვართ. გამოსაცდელი პერიოდი გადავლახეთ, თუმცა კამათის გარეშე არ ჩაუვლია.

- მძიმე ხარ ოჯახში?

- კი, მაგრამ დივანზე გაზეთით, ტელევიზორის პულტით არ ვზივარ და აბა, ახლა ხმა არავინ ამოიღოს-მეთქი, არ ვამბობ. დილაობით ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე. არ მინდა, ვინმემ ხმა გამცეს.

- ყოველ დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებ?

- არა. უბრალოდ, ბევრ რამეზე ვფიქრობ, დღის განრიგს ვადგენ და არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება