"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე

"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე

"და აი, ეს ქალის მსგავსი ლაპარაკობს ქართლის დედის "ფალოსზე"... გიხაროდეს საქართველოვ - შენ უკვე შექმენი "დემოკრატიული" საზოგადოება..."- წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ცნობილი დირიჟორი გელა ფარჩუკიძე... თეონა კონტრიძის ფრაზამ - "ქართლის დედას დიდი ხანია ფალოსი აქვს", დირიჟორის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია... "ქართველისთვის ყველაზე დიდი სიწმინდე და მადლი დედაა და თუ მაგ უტვინო ქალმა ეგ თუ არ იცის, მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება"... - აცხადებს ფარჩუკიძე...

გელა ფარჩუკიძე, დირიჟორი:

- მე მხოლოდ იმაზე ვაკეთებ კომენტარს, რაც მოვისმინე.. იცით რა, ეს არ არის თავისუფლების გამოხატვა. არის რაღაც სიწმინდეები და თემები, რომელსაც არ ეხებიან ყველაზე თამამი პიროვნებებიც კი.. შეიძლება შენობით სიწმინდეები მოიხსენიო?! პატრიარქს ესაუბრო შენობით? დედას ესაუბრო ქუჩური ტერმინებით და ამ ვითომ პიკანტური გამოხტომებით შენი ადგილი იპოვო ცისქვეშეთში?! ეს უმსგავსობაა, თორემ შეძლებით ყველაფერი შეიძლება... ჯერ ქალზე როგორ უნდა ილაპარაკო ფალოსი აქვსო - თუ ნორმალური ხარ... მით უფრო, ის არის - ქართლის, ანუ საქართველოს დედა! ვის ფალოსზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს და მის სიწმინდეებს თავი დაანებოს! ნუ ჰგონია, რომ საქართველოში აქვს უფლება, ასეთი მენტორული და უმსგავსო ტონით ელაპარაკოს ჩვენს ქვეყანას! ეს არის აღვირახსნილი ადამიანის აღვირახსნილი ნათქვამი! ეს არ არის თავისუფალი ხელოვანის მიერ თავისი აზრის გამოხატვის ფორმა, არამედ გახლავთ უზნეოდ ნათქვამი - უზნეოსგან. მე მის არც ოჯახიშვილობას ვეხები, არც პატიოსნებას და არც ღირებულებებს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია ვინმესგან ეს ნათქვამი მოვითმინო!

- ასეთი ტიპის ფრაზები ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა ცნობადი სახეების მხრიდან...

- ზუსტადაც! რამე განსხვავებული კი არ უთქვამს კრეტინ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ქალაქის მერად რომ ეგდო მაშინ. თეონა კონტრიძემ კიდევ რაღაც ეშხი მისცა თითქოს მის ნათქვამს. მე, როგორც მუსიკოსი, ვიყავი კონტრიძის ნიჭის თაყვანისმცემელი, ძალზე ნიჭიერი ქალია, მაგრამ იმ რანგის ნამდვილად არ გახლავთ, ერისთვის ასეთი სიტყვების კადრების უფლება ჰქონდეს. არაფერი არ გაუკეთებია იმის ფასი, ქვეყანას ასე აგდებულად ექცეოდეს.. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქართველს, რომელსაც ამდენის თქმის უფლება ექნება! ილია, აკაკი და ვაჟა ვერ იტყოდა მაგ სიტყვებს.. იტყვიან – ყუბანეიშვილები და ეგეთები.. ქართლის დედა ზოგადად არის ქართველი ქალის პატივისცემის სიმბოლო. სიმბოლო, რომელიც ყველას ნაცვლად დაუხვდება სტუმარს თასით ხელში.. ასეთ სიმბოლოზე არ უნდა თქვა, ფალოსი აქვსო, არანორმალური თუ არ ხარ!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება